Friday 20 August 2010

რუსული ცხენი

ეს არის ჩემი სვეტი 28 ივნისის ტაბულადან

დღეს დილით რომ გავიღვიძე, გორში სტალინის ძეგლი უკვე აღარ იდგა, მუზეუმში გადაიტანეს. ყველას გილოცავთ. მთავრობამ კარგი საქმე გააკეთა. ნებისმიერი საქმის გაკეთებას ფული ჭირდება. ბევრი საქმის კეთებას კი – ბევრი ფული. მაშინ რა არის უკეთესი - დიდი თუ პატარა ბიუჯეტი? საგადასახადო განხილვებმა ეს დისკუსია გამოაცოცხლა. და საერთოდ, დიდი რომ პატარას აჯობებს, ამაზე რას ვკამათობთ?!
დიდ ბიუჯეტს შეიძლება ორნაირად მივაღწიოთ - მაღალი გადასახადები გვქონდეს ან ყოველწლიურად ვალი ავიღოთ და ასე ვიცხოვროთ. პირველი გზა იგივეა - შენით ფეხი რომ მოიტეხო, მეორე გზა კი - შენით თავი ჩამოიხრჩო. ერთ შემთხვევაში შენ ნელა განვითარდები, მეორე შემთხვევაში - ფინანსურ კატასტროფამდე მიხვალ.
შეიძლება ორივე ერთად გააკეთო - დიდი გადასახადებიც გქონდეს და ბევრ სესხიც აიღო. ნელაც განვითარდე და ფინანსური კატასტროფის მარყუჟშიც გაყო თავი. ესე იყო საბერძნეთში - და შედეგიც ჩანს - ევროკავშირის წევრი ქვეყანა გადარჩა მხოლოდ მთელი მსოფლიოს დახმარების ხარჯზე. თუმცა საბერძნეთში მუდმივი გაფიცვები და დემონსტრაციებია - შარშანდელი გალიები სიწყნარის და სიმშვიდის გამოსახულებაა იმასთან შედარებით, რაც იქ ხდება. ერთ-ერთ ბანკს გარედან ცეცხლი წაუკიდეს და ხუთი ბანკირი შენობის შიგნით დაწვეს.
მიმიქარავს ბიშკეკი!
მრავალი ქვეყანის ბიუჯეტი და განვითარება (ზრდის ტემპი) 1960-1996 წლის განმავლობაში გამოიკვლიეს ამერიკელმა ეკონომისტებმა და აღმოაჩინეს შემდეგი:

ანუ, რაც უფრო მეტია მთავრობის ხარჯების წილი მშპ-ში( რაც უფრო დიდია ბიუჯეტი), მით უფრო ნელა ვითარდება ეკონომიკა. აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივად და სტაბილურად ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ხუთი ეკონომიკა ვითარდებოდა - ჰონკონგის, ტაივანის, სამხრეთ კორეის, სინგაპურის და მალაიზიის. და ამ ხუთ ქვეყანას ჰქონდა საშუალო ზრდის ტემპი 5%-ზე მეტი. და ბიუჯეტი მშპ-ს 25%-ზე ნაკლები. მეტიც - მალაიზიას ბიუჯეტი სხვებზე მეტი ჰქონდა და შედეგად, განვითარება ნაკლები.
ეხლა ამ ქვეყნებს ჩინეთიც დაემატა. ცხადია, დაბალი გადასახადებით.
ჩვენ ვართ ჯერჯერობით მეორე სვეტში - 25-30%.
თუ ამბიციები არა გვაქვს, მაშინ არაუშავს.
ჩემი სიმპატია კი უფრო პატარა ბიუჯეტის და უფრო დაბალი გადასახადების მხარესაა.
აქ ერთი ისტორია უნდა მოვყვე - ძალიან მნიშვნელოვანი.
2008 წლის 26 აგვისტოს პუტინის, ბაღაფშის და კოკოითის ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს, პუტინმა გამოაცხადა - ჩვენ საქართველოსაც ვეხმარებითო:
"Грузия получает немалые средства через МВФ. Мы являемся активным членом МВФ и регулярно выделяем этой международной финансовой организации немалые ресурсы, которые затем распределяются между нуждающимися странами, в том числе поступают в Грузию".
რამდენიმე კვირის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოზე მსჯელობისას, ფონდის რუსმა დირექტორმა ალექსეი მოჟინმა ყველას გასაოცრად თქვა: მივცეთ საქართველოს უფრო მეტი ფული, ვიდრე ითხოვსო. დახარჯონ მეტი, ნუ დაზოგავენო.
ოღონდ ერთი პატარა პირობით - გადასახადები გაზარდონო!
მაშინ სხვა დირექტორებმა ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.
პირიქით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება შეემცირებინა საშემოსავლო გადასახადი 20%-მდე. ეს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ომი+მსოფლიო კრიზისი შედარებით იოლად გადავიტანეთ.
როდესაც ბერძნებმა ხის ცხენი, შიგ დამალული მეომრებით, მიართვეს ტროას, ლაოკოონი უყვიროდა ტროელებს - „რაც უნდა იყოს, ძღვენიც მოჰქონდეს, მზარავს შიშით მე დანაელი“ - ანუ ბერძნების გეშინოდეთო, თუნდაც საჩუქარი მოქონდეთო.
ჩვენს მტერს უნდა, რომ ჩვენ
• მეტი ფული ვხარჯოთ,
• გადასახადები გავზარდოთ,
• ვალები ავიღოთ.
რა ვქნათ?

12 comments:

  1. wow... სუპერ სტატიაა.

    ReplyDelete
  2. naklebi fuli vxarjot, gadasaxadebi shevamcirot, valebi ar avigot...

    ReplyDelete
  3. naklebi gadasakhadebi, meti kerdzo iniciativa.

    biujetis kharjebi

    1. tavdacva da usafrtkhoeba
    2. infrastrukturis ganvitareba
    3. umceota dakhmareb

    ertiani tamashis cesebi kvelastvis, tavisufali ekonomika,

    2 lozungi

    1. rac ar aris akrdzaluli kvelaferi dashvebulia

    2. gamdidrdit


    ertkhel da samudamod movklat USSR chvenshi

    ReplyDelete
  4. კიდევ ერთხელ ბრავო!

    იმედი მაქვს გამგენი გაიგებს, მაგარამ ასეთები რომ საკმარისნი არ ვართ?
    რა ვქნათ? როგორ მივიტანოთ ეს აზრი ჩვეულებრივ ადამიანებდე?

    ReplyDelete
  5. ჩვენი აზრი ვის აინტერესებს რო... :(

    ReplyDelete
  6. >ჩვენი აზრი ვის აინტერესებს რო

    Never underestimate power of one.

    არ აინტერესებთ? გავაგებინებთ. კითხვა არის - რა იქნება ყველაზე ეფექტური აზრის მისატანად.

    ბატონი კახა კი კარგ საქმეს აკეთებს ამ ბლოგით, მაგრამ მგონი ინფორმაციული დაფარვა საკმარისი არ არის - აქ შემოდის ის ხალხი ვისაც ასეთი, დამოუკიდებელი აზრი აინტერესებს ან\და ამ ბლოგის შესახებ იციან.

    ბევრია ასეთი ქართულ ინტერნეტში?
    და ინტერნეტის გარეთ?

    ReplyDelete
  7. მთავრობამ ბევრი ფული თუ არ მოაგროვა და შემდეგ არ ხარჯა, მერე ვინღა მოიგებს შემდეგ არჩევნებს?! :(

    ReplyDelete
  8. ე.ი. "გადასახადები გაზარდონო", "იმაზე მეტი მივცეთო, ვიდრე ითხოვენო", რამდენი უფიქრია ამ ფრაზების წარმოთქმადე ღვთაებრივ ბანკირს! არ გვინდოდეს ჩვენ ტკბილი სიტყვაც კი "დანაელთა".

    ReplyDelete
  9. დავხარჯოთ ცოტა ფული:
    როგორ დავხარჯოთ ცოტა ფული? ცოტა ფულის დახარჯვა შეუძლებელია, შეიძლება ფული მხოლოდ გონივრულად დახარჯო...
    გადასახადები შემცირდა და ეს კარგია, მომწონს ახალ კოდექსში ბევრი რამე, მაგრამ ბევრზე ჯერ პრაქტიკაში თუ არ გამოიცადა არ ვიცი მომეწონოს თუ არა
    ვალები არ უნდა ავიღოთ... მაგრამ მთლად მასე არაა. არსებობს ზღვარი...
    მოკლედ ქვეყანა ადამიანებისგან შედგება დავიყვანოთ ერთ ერთეულზე:
    თუ ფული არ გაქვს და გჭირდება იმისათვის რომ იყიდო ბევრი ნაყინი და გამოსკდე, არ უნდა აიღო ვალი, მაგრამ თუ ფული გჭირდება იმისათვის რომ იყიდო უძრავი ქონება რომელიც შემოსავალს მოგიტანს იმაზე მეტს ვიდრე ამ ვალის პროცენტია მაშინ უნდა აიღო...
    მარტივია...:)

    ReplyDelete
  10. rogorc koveltvis saintereso temas camochrit xolme batono Kaxa. es sakitxi advili gadasackveti namdvilad ar gaxlavt. sachiroa titoeul gadackvetilebaze argumentis mokvana (valebi avigot tu ara, dabali gadasaxadebi ikos tu ara, bevri vxarjot tu ara).

    chemi mosazrebit (rac spontanurad momdis tavshi):

    fulis xarjvas rac sheexeba, fuli unda ixarjos arc bevri da arc cota. stabiluri fulis xarjva aris sachiro. ratom? imitom rom pirvel rigshi stabiluri fulis xarjva es igivea rom stabilurad miaodo aramarto ekonomikas signalebi aramed ucxoel investorsac. mokled rom vtqvat stabiluri ganvitareba ufro mnishvnelovani vidre didi "volatility" gqondes ganvitarebashi.

    axla valebis agebas shevexot. martivad unda mivudget am sakitxs. qveknis ekonomika "shevadarot" bizness. biznesis sesxis gareshe carmoudgenelia. aseve carmoudgenelia rom sesxi ar avigot. iset ganvitarebul qvekanas rogoric arsi amerikis sheertebuli shtatebi, masac ki aqvs dzalian didi valebi. magram chvengan gansxvavebit icis misi miznobrivi gamokeneba. tu vals avigebt unda vicodet misi miznobrivi xarjva, cinaagmdeg shemtxvevashi jobia saertod ar avigot.

    romel sferoshi unda moxdes tanxebis akumulireba as ukve sxva sakitxia (xel camosakravi sakitxi namdvilad ar aris)...


    dabali gadasaxadebi. chvens qvekanashi kidev ufro unda daicios gadasaxadebma. es gamoicvevs gamotavisuflebuli fulis isev ekonomikashi gashvebas, rac kidev ufro did (shedarebit did) shemosavals miscem saxelmcifos. martivad rom vtqvat, jobia magaziam brunvaze imushaos vidre erti saqoneli gakidos da imit kmakopili ikos. brunvashi vguisxmob bevri biznesis arsebobas. kidev ufro martivad - mashtabis efeqtan gvaqvs saqme...

    ReplyDelete
  11. გადასახადების შემცირება, მეტი გასაქანი კერძო სექტორს

    ReplyDelete
  12. დავაღოთ ყბები და ვიყუროთ აქეთ იქით...

    ReplyDelete