Friday 10 September 2010

იმასაც მოკლედ უვლია, ვინც გძლად ეგონა იარა

ჟურნალის წინა ნომერში ჩემი სვეტი (უფრო მეტსიტყვიანი, ვიდრე სხვა დროს) იყო სამი წარმოდგენა საქართველოს მომავალზე. სამივე შარჟი ანდა კარიკატურა იყო. სამივე სხვადასხვანაირი - იმიტომ რომ მე არ ვიცი, რა მოხდება ზუსტად, და ცხადია სინამდვილე იქნება სხვანაირი. გადაიტანეთ თქვენი წარმოსახვა 1980 წელს, ან 1990 წელს, ან 2000 წელს, და პატიოსნად თქვით, თქვენ იცოდით, 2010 წლის სექტემბერი როგორი იქნებოდა?

მე არ ვიცოდი, და იმედია, არც თქვენ. არსებობს მითი, რომ ვიღაც ძალიან ჭკვიან ხალხს შეუძლია მომავალი განჭვრიტოს. და ამიტომ ეგენი თუ უხელმძღვანელებენ ქვეყანას, და ყველაფერს კარგად დაგეგმავენ - აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია.

მინდა მომავლის წინასწარმეტყველებაზე ვისაუბროთ. დღეს პირველ ამბავს მოგიყვებით.

მობილური ტელეფონი - მის გარეშე ეხლა ცხოვრებას ვერ წარმოიდგენ - ამერიკელმა მარტინ კუპერმა შექმნა, კორპორაცია AT&T-ის თანამშრომელმა, 1973 წელს.

AT&T (American Telephone & Telegraph Co.) მაშინ მსოფლიოს უდიდესი სატელეკომუნიკაციო კორპორაცია იყო. მრავალი მიმართულებით მუშაობდა, მის ლაბორატორიებში იყო შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი - ტრანზისტორი და პროგრამირების ძირითადი ენები, ლაზერი და ტელეტაიპი, რადიოასტრონომია და სმენის აპარატი, ხმოვანი ფილმი და ინფორმაციის თეორია, იმ დროისთვის ხუთ თანამშრომელს ნობელის პრემია ჰქონდა მიღებული. რაც მთავარია - თვით ტელეფონიც AT&T-ის შვილია - კომპანია ტელეფონის გამომგონებელმა გრემ ბელმა დააფუძნა.

ამას რაზე გიყვებით? რომ არ იფიქროთ არიფები იყვნენო.

ასე რომ მობილური ტელეფონი თუ სადმე უნდა გამოეგონებინათ, ეს ალაგი AT&T უნდა ყოფილიყო.
გადიოდა წლები, კუპერი სულ უფრო და უფრო ხვეწავდა გამოგონებას, მაგრამ მაინც მძიმე იყო ჯერჯერობით მობილური, ძვირი ჯდებოდა, და დაიწყო კორპორაციაში კამათი, ჰქონდა თუ არა ამ გამოგონებას ბიზნეს-პერსპექტივა. მომხრეებიც ყავდა მობილურ ტელეფონს, და უფრო მეტნი, რომ თვლიდნენ - აქედან არაფერი გამოვაო.

1980 წელს მსოფლიოს ყველაზე მაგარმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ გადაწყვიტა, ამაზე პასუხისათვის ყველაზე მაგარი კონსულტანტები მოეწვია. ეს ძალიან მიღებულია - დამოუკიდებელი ხალხი სხვანაირად შეხედავს საქმეს და შეიძლება ისეთი რამ დაინახოს, რაც შიგნიდან არ ჩანს.

რამდენიმე კომპანია იბრალებს ყველაზე მაგრობას, მაგრამ კომპანია მაკ კინსი (McKinsey) ერთერთი აღიარებული ლიდერია.

ყველაზე მძლავრი ტვინები შეეჭიდნენ პრობლემას.

AT&T საკითხი მათ ასე დაუსვა - როგორი იქნება 20 წლის შემდეგ მობილური ტელეფონების ბაზარი მსოფლიოში?

მაკ კინსის ჭკვიანმა კონსულტანტებმა დიდხანს იფიქრეს, ესაუბრეს AT&T-ის გენიოს ინჟინრებს, აკეთეს გამოთვლები, შექმნეს მათემატიკური მოდელები, გაითვალისწინეს, რომ მობილური აპარატი მომავალში გაიაფდებოდა და მსუბუქი გახდებოდა.

და უპასუხეს - 2000 წელს გაიყიდება არა უმეტეს 1 მილიონი აპარატისა!

მაშინ რას იზამო, თქვა AT&T-იმ და დახურა პროექტი.

1997 წელს გაიყიდა 107 მილიონი მობილური ტელეფონი.
1998 წელს გაიყიდა 175 მილიონი მობილური ტელეფონი.
1999 წელს გაიყიდა 295 მილიონი მობილური ტელეფონი.
2000 წელს გაიყიდა 415 მილიონი მობილური ტელეფონი.

1994 წელს AT&T-იმ იყიდა კომპანია McCaw Communications 11,5 მილიარდ დოლარად, თუნდაც დაგვიანებით რომ მობილური მომსახურების ბაზარზე შესულიყო.

სულელები! ეს ხომ ყველასთვის ცხადი იყო, რომ მობილურს დიდი მომავალი ექნებოდა! აგერ, გავიდეთ ქუჩაში და ვისაც გინდა ვკითხოთ - ყველა გეტყვის!

10 comments:

  1. :) კი, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო – ასე არ ჯობია? :) წინასწარ სად არკვიოს კაცმა, რა და როგორ მოხდება :–) :–) :–) ამასობაში, ვინმე რამეს გააკეთებს და – კრიტიკის საგანიც გაჩნდება. . . ხოდა, საქმეც გამოუჩნდება ბევრს. . ..

    ReplyDelete
  2. ჩვენ (საქართველოს) მაგ კომპანიასავით მოუწევს, სამწუხაროდ. რამდენი ვიწვალეთ, ვიბრძოლეთ, გავაკეთეთ, ამისთვის ხალხიც მოვიმდურეთ... ნახევარი და ყველაზე მძიმე გზა გავიარეთ ... და რა მერე? :( სულ წყალში ჩაიყარა სანახევროდ გაკეთებული. ეხლა ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ. მაინცდამაინც გადაბრუნებულ ურემს იქით გამოჩენილი გზა ყოფილა ჩვენი ხვედრი.
    სულ არაფერს, ესეც კარგია, მაგრამ დასანანია, ხალხის უმადურობაზე რომ არაფერი ვთქვათ, დასანანი.

    ReplyDelete
  3. სტატია ჩვეულებრივ კარგია, მე მხოლოდ მცირე შესწორებას შევიტან:

    მობილური ტელეფონის გამომგონებელი მარტინ კუპერი მოტოროლას თანამშრომელი იყო და პირველი ზარი სიმბოლურად სწორედ "ბელლ ლაბს"-ში გააკეთა რომელიც "ეითი-ენდ-თი"-ს კვლევითი ცენტრი იყო, ეს უკანასკნელი კი მოტოროლას ძირითად კონკურენტს წარმოადგენდა.

    ReplyDelete
  4. ხანდახან მათემატიკურ გამოთვლებზე დაყრდნობას ინტუიციის ნდობა ჯობია :)

    ReplyDelete
  5. Katiee.ge იმ ტვინებში ქალი არ ერია, ქალი!
    ხუმრობის გარეშე ვამბობ

    ReplyDelete
  6. Bacho - ქალი რომ არ ერია იმიტომაც დაიჭირეს დიდი ჩიტი :)

    ReplyDelete
  7. dzalian saintereso sakitxia magalitis saxit ganxiluli. zogadad, rodesac moxmarebis produqti iqmneba imis gasarvevad gaamartlebs tu ara is matematikuri modelireba da atasi sisulele namdvili drois da finansebis tkuili
    xarjvaa

    im kompaniebma da adamianebma romlebmac mobilurshi didi momavali dainaxes vin ikvnen? vin da praktikosebi. mxoldo praktikos adamians sheudzlia dainaxos gaamartlebs tu ara esa tu is produqti (ratqma unda srul surats isic ver dainaxavs bolmde).

    es statia monetis mxolod erti mxarea. meore mxare iki iaris is rom kompaniis mier daqiravebulma konsultantebma sakmaod imedis momcemi prognozi gaaketon, xolo produqtma ki ar gaamartlos :(. aseti magalitebi ki dzalian bevria...

    ReplyDelete
  8. რა გამორჩათ მაკ კინსის კონსულტანტებს? რა ვერ გაითვალისწინეს?

    ReplyDelete
  9. genialuroba simartiveshia... laparaki maqvs aramxolod gamogonebaze aramed problemis gadackvetaze. umravles shemtxvevashi problema martividamokidebulebit ichreba...

    zedmetma tavis datvirtvam da tvinis chkletvam icis is rac AT&T-is daemarta produqtis potencialis arascorad shepasebashi. produqtis simartive da sazogadoebis motxovnilebis met-naklebi codna ganapirobebs axlad sheqmnili produqtis carmatebas

    ReplyDelete
  10. damdvilad saintereso magalitia da albat ironiulic. minda gavusva xazi imas rom es magaliti imistvis iyo moyvanili rom echvenebina tu rogori dznelia tsinastar ramis gamotvla danamdvilebit da aset shecdomebs ushveben iseti xalxic romlebsac namdvilad moekitxebat tavisi saqme (rogoric iyo mobiluri aparatis gamomgonebeli kompania). chvenc imitom davcinit AT&T-is rom man shetsyvita mushaoba mobilur telefonebze sanam realobam ar daumtkica rom arastsorad gamoitvales am teqnologiis momavali. magram am jerad imis magivrad rom tavidan davcino AT&T-is amdenad dokumentirebul gadatsyvetileba/shecdomas, minda rom vtqva rom codna tu rodis sheachero/shetsyvito ragaca procesi romelshic bevri droc da fulic gaqvs chadebuli (anu imis danaxva rom sheni mcdelobebi aris puchi da aramomgebiani) aris isetive sibrdznis da riskianobis gamochena rogorc imis danaxva tu ra sferoshi jobs investicia gaaketo. amitom, miuxedavad imisa rom AT&T shecda tavis droze, chven shegvidzlia davaskvnad rom es kompania tavis sijiutes ar miyveboda da imis shecnebis unari hqonda rom im stadiaze sheidzleba aramomgebiani iyo mati kvlevebi da produqti-- bolos da bolos, 1994 tsels xom ar iyo gviani rom tavidan shemosuliyvnen am biznesshi? martalia rom shecdoma daushves mobiluri telefonebis momgebianobis gamotvlashi, magram sabolood mainc mogebulshi darchnen tavisi MOQNILOBIS gamo.

    ReplyDelete