Saturday, 17 April 2010

ჩვენი სტერეოტიპები

ალბათ ყველა თქვენგას მიუღია მონაწილეობა ქართველების და ქართველობის შესახებ კამათში - სადაც ერთმანეთს გადაეხვევა ყველაფერი, დაწყებული ბასკებიდან და დამთავრებული შემწვარი გოჭის უპირატესობით სუშისთან შედარებით
მე ახალგაზრდობაში პაპუასებმა დამაინტერსეს, და საკმაოდ ბევრი წავიკითხე და დღემდე ინტერესით ვკითხულობ მათზე. მათმა დილეტანტურმა შესწავლამ დამარწმუნა პირველად ადამიანების და ეთნოსების თანაბრობაში. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში ალბათ.
არსად არ გამიგია, პაპუასებს ჩვენნაირი კამათები აქვთ თუ არა ნამდვილ პაპუასობაზე ან პაპუასების უპირატესობაზე სხვა ყველა ადამიანთან შედარებით, მაგრამ ჩანს მაგაზე ნაფიქრალი აქვთ. ერთ-ერთ ტომს, რომელიც საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, ჰქვია მარინდ-ანიმ, რაც ნიშნავს ნამდვილი ადამიანები, ან, უფრო ჩვენებურად - კაცური კაცები. და გასაგებია, რომ სხვა ტომები არ არიან მარინდ-ანიმ, არ არიან კაცური კაცები. ხომ კარგად გვესმის ჩვენ ჩვენი ძმა პაპუასების?
ჩემი ამოცანა არ არის გაგაცნოთ გაგაცნოთ პაპუასების კულტურას. მე მინდა მხოლოდ წარმოვიდგინო, როგორ მსჯელობენ ისინი კაცობაზე და პაპუასობის უზენაესობაზე. ყველაფერი დაფუძნებულია რეალურად არსებულ წეს-ჩვეულებებზე (მართალია სხვადასხვა ტომებში).
მაშ ასე, ორი პაპუასის წყნარი საუბარი:
- წარმოგიდგენია, თურმე ეს თეთრკანიანები იმდენად არ ცემენ პატივს თავის გარდაცვლილებს, რომ გემოსაც არ უსინჯავენ.
- რას ლაპარაკობ! მშობელი რომ გარდაეცვალოს, იმასაც არ შეჭამენ?
- არა, შეჭამენ კი არა, გეუბნები, გემოსაც არ უსინჯავენ.
- ტვინსაც არ ჭამენ?!!!
პირველი - ოოოჰ, ჩემი არ გინდა დაიჯერო, გგონიათ რომ ეგენი ნორმალურები არიან, მომისმინე - არც ტვინს, არც ღვიძლს, არც არაფერს არ ჭამენ!!!
- მაგათი ურჯულო დედა ვატირე, ეგ რა ველურობაა! მაგნაირი ხალხი სიცოცხლის ღირსია? სუფთა ცხოველები არიან, კაი პროსტო უბნელი რომ მოკვდეს და არ შეჭამო, მოსულა, მაგრამ მშობლებზე უარი თქვა, რა წესია, რა ადამიანობაა?!
- მე მაგათზე წიგნი წავიკითხე - იმის შემდეგ ვერ ვიტან.
- ასეთი რა ეწერა, კი მაგრამ?
- რა და ჯერ ეს, რაც მოვყევი, მერე თითოს თითო ცოლი ყავს!
- რა უცნაურია.
- ცოლის მოსაყვანად რომ მიდიან, ყვავილები მიაქვთ/
- ყვავილები? ვარიანტი არ არის, მაშაყირებ!!!
- გეუბნები, რა, სუფთა ქაჯები არიან, იმის მაგივრად, კაცი მოკლან, სასქესო ორგანოები დააჭრან და საცოლეს აჩუქონ, ყვავილები მიაქვთ.
- მართლა შემზარავია. იმედია მერე კაცურად ცოლს კეფას სისხლის და შარდის ნარევით დაუზილავენ, სიყვარუული ხომ ყველას ერთნაირი უნდა გვქონდეს.
- მესმის რომ ძნელია ამის დაჯერება, მაგრამ შარდით საეროდ არაფერს არ ზილავენ, არც ბებერი ნათესავის ქონით, არც სისხლით. ამიტომ საზარლად სუნი ასდით.
- ეს რაღაც გოიმობის ჩემპიონატი ყოფილა, რა ცხოვრება აქვთ, რათ უნდათ ეგეთი ცხოვრება, რა სიამოვნებაა. საჭმელად ალბათ რამე სისაზიზღრეს წამენ, ვერც კი წარმომიდგენია, იმდენად უცნაურად ცხოვრობენ, რა უნდა ჭამონ.
- ჭამენ შემწვარ გოჭებს, ქათმებს, თევზებს.
- კიდევ კარგი, რაღაც ადამიანური ჰქონიათ. მაინც ჩვენებური შემწვარი გოჭის გემო ყველგან ესმით. ჩვენებურ შემწვარ გოგოსაც სიამოვნებით მიახრამუნებენ, გასაგებია.
- მაიცა, ეხლა რას გეტყვი - ადამიანის ხორცს საერთოდ არ ჭამენ!!!
- ეგ ხომ თქვი!
- არა კაცის, არც ქალის, არც ბავშვის, არც დაუშვათ, მტერი მოკლეს. იმასაც არ ჭამენ.
- რას ამბობ! ეგეთი ხალხი, რომელსაც პირის გემო არა აქვს, უნდა გაანადგურო. როგორ შეიძლება გოგოს ხორცი არ გიყვარდეს! ჯერ რომ გამოშიგნავ, შიგნით სურნელოვან ბალახებს ჩაუფენ, ნაცარში ჩაფლავ და ზემოთ კოცონს გააჩაღებ, მეორე დღეს მიხვალ, კოცონი უკვე ჩამქრალია, ამოიღებ ამ თოთო ხორცს და შეჭამ - ვისც ამის გემო არ ესმის - კაცი არ არის!
- გეუბნები, არ არიან ადამიანები, მაგათი ჯიში და ჯილაგი უნდა გაწყდეს, ველურები არიან, კაცობა არ ესმით, ნათესაობა არ ესმით, ჭამა არ ესმით!
- ნათესაობა არ ესმით? აი ჩვენთან რომ ნათესავი მოგიკვდება, თითის ერთი ფალანგა უნდა მოიჭრა. მეორე მოგიკვდება - მეორე ფალანგა და ასე შემდეგ. ამას ხომ აკეთებენ? რაღაც ადამიანური ხომ შერჩათ?
- ეეჰ, შენ მაინც დაბრადუშნი ტიპი ხარ, გინდა რამე კარგი იპოვო მათში - არა, ამასაც არ აკეთებენ. ზოგოერთი უფრო ცივილიზებული ტომები ყვირიან და სახეს იკაწრავენ, მაგრამ უმრავლესობა არაფერს არ შვება.
- იცი რა? ჯერ მიკვირდა, მერე მეზიზღებოდნენ, ეხლა კი მეცოდებიან. ასე კაცობა, პირის გემო, სიყვარული, ოჯახი დაკარგო - მართლა ძალიან საცოდავო ხარ.

აი ასე, ჩემო ძვირფასებო, ეხლა შეგიძლიათ მოქმედების ადგილი სხვაგან გადაიტანოთ, იქნებ ახალი რამ დაინახოთ. ან ძველზე აზრი შეგეცვალოთ.

14 comments:

  1. gogos gemoze, sheidzleba am bichebs daetanxmo! ;-)

    ReplyDelete
  2. ო, რა ძნელ საქმეს შებმიხართ, კახა ბატონო...

    კალაბრიის კლდოვან მიწაზე უფრო ძნელი დასამუშავებელია ზოგიერთის ტვინი.

    "პაპუასებს რა პონტში გვადარებ, ძმაუ!"

    ReplyDelete
  3. დედააზრი მომეწონა და ვეთანხმები ავტორს, მაგრამ ასახსნელად სხვა გზა ეპოვა ჯობდა. კითხვისას ძალაუნებურად წარმოიდგენ გამოშიგნულ გოგოს, შარდისა და სისხლის კოქტეილს, აღარაფერს ვამბობ გარდაცვლილ მშობლებზე, და გული გერევა ადამიანს.

    ReplyDelete
  4. calodjero, albat magari fantazia gaqvs?! eg ram carmogadgenina??????:)) me ki mand kargi scenari davinaxe, gadaigebda kaci...

    ReplyDelete
  5. ფაქტობრივად, სტერეოტიპებს მოვყვებით ცხოვრებაში ... ეს კარგი, ის ცუდი ... და არ იცვლება ეს სტერეოტიპები - რომელსაც უფრო ზუსტად, ალბათ, აზრი-აჩემება ჰქვია ... აჩემებული გვაქვს რომ ... და ... ეს აზრი კი საიდან?!

    ReplyDelete
  6. მომეწონნენ პაპუასები :P :P :D
    კაცური კაცები არიან :D

    ReplyDelete
  7. მომეწონა...

    ReplyDelete
  8. მაგარი პოსტია. ზატო პაპუასები მმკ და მათი მიმდევრები დაახლვდებოდნენ ხო იცი. ქართლ ტრადიციებს ვაღმერთებ მაგრამ მაგარი ფილტრია დასაყენებელი თორემ მოწამლეს ხალხი მარინდ-ანიმებმა lol

    ReplyDelete
  9. საღოლ, ძალიამ მაგრად არი დაწერილი!

    ReplyDelete
  10. ზოგჯერ ამ "პაპუასს" საკუთრ თავში აღმოვაჩენ ხოლმე, არა და მეგონა შორს გავიქეცი...

    ReplyDelete
  11. ვააა, პაპუასები რა მაგარი ხალხი ყოფილა და არ ვიცოდი!

    ReplyDelete
  12. ჰაჰაჰა!
    :)))))))))) ძალიან სასაცილოა.

    ReplyDelete
  13. ძალიან მაგარია,ძალიან !!!

    ReplyDelete
  14. მომეწონა.....:)
    პაპუასი - მმკ, სმმ :)

    ReplyDelete