2004 წლის მაისი, მოსკოვი. მირეკავს ერთი ჩემი ნაცნობი და მეუბნება - მოსკოველი ბიზნესმენები საქართველოში მივდივართ და შენც უნდა წამოხვიდეო. დიდხანს ვიუარე, მაგრამ დამითანხმა. ჩამოვედი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჟვანიასთან ოთხსაათიანი საუბრის შემდეგ მან შემომთავაზა გავმხდარიყავი ეკონომიკის მინიტრი, სადღაც 10 წამი ფიქრის მერე დავთანხმდი. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი.
რაზე ვფიქრობდი ის 10 წამი? რუსეთში აქტიურ ბიზნეს-საქმიანობას მორჩენილი ვიყავი, ასე რომ ამაზე არ მიფიქრია. ვფიქრობდი თბილისზე, რომელიც მაშინ უსიამოვნოდ გამოიყურებოდა - მტვრიანი ქალაქი ოღრო-ჩოღრო ქუჩებით, ლურჯკარტონაფარებული ლტოლვილებიანი ივერიის შენობით, ვფიქრობდი მინისტრებზე, რომლებიც ვნახე და რომლებმაც განმაცვიფრეს არასაბჭოთა აზროვნებით, ვფიქრობდი როგორი კარგი და ლამაზი შეიძლება იყოს საქართველო, ვფიქრობდი რა უნდა გააკეთოს ეკონომიკის მინისტრმა. ვფიქრობდი იმაზე, რომ ამაზე მნიშვნელოვან საქმეს მე ვერ გავაკეთებ ვეღარასოდეს, თუ ეხლა არ დავთანხმდი ამ შემოთავაზებას.
მას შემდეგ გავიდა 6 წელი. რაღაცის გაკეთება მოვახერხე, რაღაცის ვერა. რაღაცეები შემეშალა, რაღაცეები სხვებს შეეშალათ. რაც გაკეთდა ქვეყანაში, ზოგი რამ მომწონს, ზოგი რამ არა
მე მომწონს
• სინათლე
• გზები
• პოლიცია
• რომ ავიღე პასპორტი სწრაფად
• რომ ეკონომიკა გაიზარდა 40%
• განათლების რეფორმა
• რომ დავიწყეთ საკონტრაქტო ჯარზე გადასვლა
• ახალი აეროპორტი
მე არ მომწონს
• ბიუროკრატია
• ფულის უაზრო ხარჯვა
• წმინდა გიორგი თავისუფლების მოედანზე
• პოლიეთილენის პარკები ხეებზე
• სკოლებში განათლების დონე
• სულსწრაფობა და მოუთმენლობა
• ზოგიერთი მინისტრი
• შადრევნები
• განათლების რეფორმის ზოგი ნაწილი
• საავადმყოფოები
• ქართული გაზეთები
• ტელევიზიების ახალი ამბები
• სადაზღვევო კომპანიები
• გზისპირა ტუალეტების არარსებობა
• მაღალი უმუშევრობა
• რომ ჯერ კიდევ გვაქვს გაწვევა ჯარში
• ახალი აეროპორტის სახურავი
• რომ აღარ არის დეზერტირების ბაზარი
• ლარიზაცია
• ბიუჯეტის დეფიციტი
მომწონს არმომწონზე ცოტაა. ამის გამო ოპოზიციაში უნდა წავიდე, ექვს მაისს პოლიციას ქვები დავუშინო? ჩვენი მტრები გავახარო? ებრალიძეს დავუძმაკაცდე? ხუბუტიათან ვიქეიფო? გულაშვილს შევუერთდე?
Subscribe to:
Post Comments (Atom)
Proud of you Mr. Bendukidze.
ReplyDeleteბატონო კახა, ძალიან მომეწონა თქვენი ასეთი მსჯელობა. პოლიტიკით დიდად არ ვარ დაინტერესებული, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ თქვენ გააკეთეთ ის რისი გაკეთებაც შეგეძლოთ.
ReplyDeleteასევე მინდა, გავიზიარო თქვენი შეხედულება ამ ყველაფერზე. ჩემთანაც ასევეა "არ მომწონს" "მომწონს"-ზე გაცილებით მეტია, მაგრამ ნამდვილად ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც უნდა წახვიდე აქციებზე და აჯანყებები მოაწყო. თუმცა აქციებზე სიარული არც თუ ისეთი ცუდი რამეა, აი უკვე რაც შეეხება მთავრობის გადაგდებებს და ასეთ სიტუაციებს, ეს უკვე ნამდვილად არაადეკვატური მსჯელობის შედეგია, ჩემი აზრით.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის.
da reforma satkeo sektorshi rom ganxortsielda, is tu mogtsont???
ReplyDeleteსრულიად გეთახმებით ბატონო კახა, მაგრამ ამასობაში იგივე ხელისუფლების მხრიდან აშკარა კომუნიზმშჳ დაბრუნების მცდელობაა....
ReplyDeleteგავიხსენოთ მათი საარჩევნო დაპირებები (სხვა პარტიებზე აღარაფერს ვამბობ) ლამის დახველებაზე დასტური სახელმწიფომ უნდა მითხრას... ვიდრე ამ ქვეყანაში საგადასახადო კოდექსის (თუნდაც ცუდის) წაკითხვას არ მიეჩვევა ბიზნესმენი, კარგი თჲ ცუდი, მანამდე ცოტა რთულია რეფორმებზე ვისაუბროთ....
ვიდრე წითელზე გავლა მაგარი ბიჭობა იქნება არც მანამდე გვეშველება...
ამიტომ ხელისუფლებამდე საზოგადოება უნდა შეიცვალოს... ხელისუფლება ეს მეასე ხარისხოვანი უნდა გახდეს სოციუმში, აი მაშინ დავიჯერებ ამ ქვეყნის წარმატებას...
მანამდე კი მუდამ დავრჩებით პოსტ საბჭოთა მაპატიეთ და ფარჩაკ ქვეყანად...
კახა ბატონო.
ReplyDeleteგულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაშვება, რომ ებრალიძე/ხუბუტია/გულაშვილთან ქეიფი, რფ-ის პრეზიდენტებთან ვიზიტები და პოლიციაზე ქვების დაშენა მხოლოდ რეფორმების და ცვლილებების მოწონება-არმოწონების გამო ხდება.
წარმოიდგინეთ, რა დონეზე არ უნდა მოგწონდეს ადამიანს ახალი შადრევანი, რომ ლუჟკოვსა და ჟირინოვსკის ჩაასკდე მოსკოვში.
ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივადაა, სამწუხაროდ...
სასამართლო სისტემაზე არაფერი გითქვამთ,
ReplyDeleteსავარაუდოდ ეგეც "არ მომწონს"-სიაში მოხვდება..
ისე ამ სისტემის მოწესრიგების შემთხვევაში ბევრი პრობლემა მოგვარდება და ბევრი ახალიც წარმოიქმნება, მაგრამ მაგის გარეში ყველაფერი დემოკრატიული ეჭვქვეშ დგება.
მომწონში - მონოპოლისტური ბაზარი აკლია
ReplyDeleteარ მომწონში - თავისუფალი კონკურენცია
კარგი პოსტია ნამდვილად.
ReplyDeleteბევრი რამ მომწონს და ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ არ მინდა ახლა დავწვრილმანდე, ერთს ვიტყვი
ხანდახან მგონია რომ მუდმივი უკმაყოფილება, მუდმივი პროტესტი უკვე ცხოვრების სტილი გახდა ბევრი ადამიანიათვის. თუ ბევრს ვყვირივარ, გინდაც უაზროდ - თავს ვიმკვიდრებ.
გინდაც ავიღოთ სტუდენტების კატეგორია და ბოლოს განვითარებული მოვლენები. იმის ნაცვლად რომ კააპროტესტონ ის ლიტერატურა რითიც სწავლობენ (გინდაც კონსპექტები რომლებიც საკმაოდ გამოიყენება მასწავლებლების მიერ), ან სასწავლებლების ინფრასტრუქტურა (ინვალიდის სავარძელში თუ ზიხარ ადამიანი ძნელია ჩვენ უნივერსიტეტში ცხვირის შეყოფაც კი) დგანან და აპროტესტებენ სამლოცველო კუთხე რატომ არ გაგვიხსენითო (არაფერი პირადული რელიგიასთან დაკავშირებით).
მოკლეთ იმის თქმა მინდა რომ მიზეზები არ ილევა, მაგრამ სამწუხაროდ აქცენტებს აკეთებენ ცოტა შტერობა რამეებზე.
politsia gigkhart ? metz magram mkholod rotsa chemi brali ar aris... :)
ReplyDeleteრაც არ უნდა ცუდი წარმოდგენა მქონდეს თქვენზე, მარტო იმიტომ შემიყვარდით, რომ ბლოგი გაქვთ :))
ReplyDeleteჩემს სტუდენტებს რომ ვეტყვი, მათთვის ეს ბლოგის შექმნის სტიმული იქნება
თემას რაც შეეხება, ბევრი რამე არ მომწონს, ბლოგზეც ხშირად ვწერ თბილისის პრობლემებზე, მაგრამ ამის გამო "მიშა წადი"-ს ძახილს არ დავიწყებ, იმიტომ, რომ ყველაფერი 2 დღეში არ კეთდება
თუ ვინმე ფიქრობს, რომ "ვინმე სხვას" შეუძლია ეს, მოიყვანოს ის "ვინმე სხვა", მეტის ღირსი მართლა არ იქნება. და მერე 2 წელიწადში იმასაც ეძახოს, წადიო :)))
აუ ეს რა არის :/ კომენტარების სისტემა არ ვარგა, name/url აკლია... როგორ დავწერო ახლა, რომ piccolina.ge ვარ
და ვორდ ვერიფიქეიშენიც მოხსენით რა, დამკომენტარებელისთვის შემაწუხებელია...
ბატონო კახა!
ReplyDeleteძალიან, ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვთ და ხშირად ვკითხულობ ხოლმე.
მაგრამ კარგი იქნება, თუ ქართული ბლოგების კატალოგში დარეგისტრირდებით: http://blogroll.ge/
უფრო ადვილად ვიპოვიდი ხოლმე თქვენს ახალ-ახალ პოსტებს :)
მისასალმებელი მიდგომა
ReplyDeleteბატონო კახა თქვენი გამინისტრებისას მე სულ რაღაც 13 წლის ვიყავი მაგრამ კარგად მახსოვხართ და იმ დროიდან გცემთ დიდ პატივს როგორ გამორჩეულ ადამიანს........ გაიხარეთ.....
ReplyDeletebatono kakha daubrundit mtavrobas tu odnavi shesazlebloba gaqvt, tore liberalebis camosvla mtavrobidan tendenciad yalibdeba da male socialistebi igdeben xelt managements... da mere ki namdvilad gvian iqneba!!!
ReplyDeletebevri ragaceebi ar mogcont, xom ar ajobebda simates shevxedot tvalebshi da vtqvat rom kadrebi ar aris
ReplyDeletera kadrebs gulisxmobt? saubaria liberali ideologiis mqone adamianebze... da asetebi arian namdvilad, tumca mat misvlas ecinaagmdegebian...
ReplyDelete(პატარა გადახრა) საქართველოს ერთ-ერთი უნაკალური თვისება არის გამოხატული ბატონი კახას ბლოგში: დისტანცია ადამიანებს შორის ძალიან პატარაა (სხვა, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით) - ყველა ყველას იცნობს ან იცის. მიჩვენეთ ქვეყანები სადაც მაღალი თანამდებობის პირი (თუნდაც ყოფილი) ასეთი დიალოგს აწარმოებს ჩვეულებრივ ხალხთან.
ReplyDeleteკი, ბევრი რამე არ არის მოსაწონი, მაგრამ იმის აღიარებაც არის საჭირო რომ რომი ერთ დღეში არ აშენებულა და ქვეყნის ჩამოყალიბებას სჭირდება ქვეყნის შენების გააზრებული გეგმა, ამ გეგმის მიზნობრივად განხორციელება და მოსახლეობა რომელსაც ესმის ამ გეგმის.
ბატონო კახა, რას ფიქრობთ როგორ შეიძლება საქართველოს დღევანდელ მოსახლეობას ოპტიმიზმი და მოთმინება ასწავლო თუ სულსწრაფობა ხასიათში ძევს? რა არგუმენტებით უნდა დააჯეროთ ადამიანი რომელსაც დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს და რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს საკუთარ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებისა იმ შეგნებით რომ ეს ქვეყანა მისი და მისი შთამომავლების არის?
ბატონო კახა, რაც არ არის მოსაწონი ბევრი რამე შეუმჩნეველია ადგილობრივი მოსახლებისთვის და ძალიან თვალში ეცემა ჩამოსულებს. ჩემმა მეუღლემ (ამერიკელია) საქართველოში ჩასვლის მერე (2007-ში იყო) თქვა რომ პირველად ვნახე როდესაც მშრომელ ადამიანს ამდენი მაყურებელი ჰყავსო: გზას აგებდენენ ძველ თბილიში და ერთი კაცი ურტყავდა წერაქვს, ექვი გაუპარსავი ჯეელი კი (ასაკით 20-დან 55 წლამდე) მუცლის ფხანით უყურებდა ამას, როგორც სეირს.
ReplyDeleteასე რომ... გზისპირა ტუალეტების არარსებობა და პოლიეთილენის პარკები ხეებზე უფრო სერიოზული პრობლემაა ჩემი აზრით ვიდრე შადრევნები და წერეთლის "შედევრები".
მე დავიჯერენ რომ მენტალური გადატეხა მოხდა იმის მერე როდესაც წითელზე აღარ გაივლიან არა იმიტომ რომ ჯარიმის შეეშინდებათ, არამედ იმის გამო რომ სათაკილო გახდება ასეთი ქმედება.
მოვესწრები? რას ფიქრობთ?
მე შადრევნებიც მომწონს-ში მყავს და ამიტომ, ჩემი ბლოგის რუბრიკაში "შადრევანი" 8 პოსტია. მათგან მთავარი სულ ქვემოთაა, ანუ პირველი.
ReplyDeletehttp://cartveli.blogspot.com/search/label/შადრევანი
ბატონო კახა, თქვენ თურმე არ მოგწონთ ქართული გაზეთები და მე თქვენი აბსოლუტურად მესმის. თავად ვარ ჟურნალისტი, ვმუშაობდი პრესაში, ახლაც ვმუშაობ რედაქტორად ელ.მედიაში და კარგად ვიცნობ ჩვენი მედიის სისუსტეებს. ხშირად მიფიქრია, საიდან უნდა დაიწყს კაცმა, რომ მკითხველს ნორმალური გაზეთი შესტათაზო, მაყურებელს _ კარგი ტელევიზია.. დღეს ეს, ფაქტობრივად შეუძლებელია და აი, რატომ:1)მედიასაშუალებები უკიდურესად პოლიტიზებულია; 2)უსახსრობის გამო მედია იძულებულია სხვის დაკრულზე იცეკვოს; 3) მედიამფლობელებს ხელს არ აძლევთ მიუკერძოებელი იყვნენ; 4)არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი და ამ პრობლემის გადაჭრაზე არც არავინ ზრუნავს. მხოლოდ ეს ფაქტორები საკმარისია, რომ ქართული მედიაპროდუქცია დაიწუნოს კაცმა...
ReplyDeleteყოველთვის გამორჩეული იყავით გქონდათ ჩაფიქრებული იდეა და მას მიყვებოდით ბოლომდე, ეს იყო არაპოპულარული ნაბიჯი, ხალხში გამოიწვია არადადებითი მუხტი ხელისუფლების მიმართ, ყველა კიდე თავის სკამებზე ფიქრობს და ალბათ თქვენც მაგიტომ გაგწირეს.
ReplyDeleteჩემი აზრით თქვენ ნამდვილად მამაცი ადამიანი ბრძანდებით, მინდა წარმატებები გისურვოთ
მემგონი აქტუალური ლინკი იქნება კომენტარებში
ReplyDeletehttp://www.tavisupleba.org/content/blog/2053830.html
ბატონო კახა,
ReplyDeleteგულში ჩემი მომწონს–არმომწონს ჩამოვთვალე და კი დაემთხვა თქვენს სიას, მაგრამ უფრო მოიცვა. ასე მოკლე რომ იყოს რეალური სია, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი მე პირადად, ერთ წმინდა გიორგის ერთ ბრჭყვიალა ძეგლს აიტანდა კაცი, მანათობელ ანძასაც და ბიუეჯტის დეფიციტი კიდევ ვის არ ჰქონია, ბოლოს და ბოლოს :D
ბატონო კახა,
ReplyDeleteგამიხარდა, ბლოგი რომ გაქვთ – მიუწვდომელი ადამიანების უსასრულო სიაში არ ხართ. შემთხვევით აღმოვაჩინე და ინტერესით შევუდექი კითხვას.
ძალიან საინტერესო იყო ეს პოსტი. ვფიქრობ, ეს სია – მომწონს/არ მომწონს – კიდევ არაერთ პუნქტს მოიცავს, ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ მთავარი აქ ის დასკვნაა, რომლითაც ამთავრებთ. მართლაც, ამის გამო, პასუხისმგებლობის აღებისა და ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთოს გაკეთების (ვისაც რა შეუძლია) ნაცვლად, არ შეიძლება იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებსაც ზოგიერთები დგამენ.
batono kakha, didi madloba blogistvis. ise davinteresdi, kvelapers gavetsani da molodini arts gamtsruebia. udides pativs gtsemt da tsarmatebebs gisurvebt kvela "prontze" :)
ReplyDeletep.s. bodishi latinuri shriptistvis, windows-is problemaa.
კარგი პოსტია.
ReplyDeleteთუმცა შადრევანთმოძულეობა ჩემთვის ცოტა გაუგებარია, (joke) მე მომწონს შადრევნები, რომლებიც ჩვეულებრივ მუშაობს და არა მხოლოდ დღესასწაულებზე.
Batono Kakha, erthel Aeroportshi daginahet, mindoda didi madloba metkva kvelaperistvis rac am kveknistvis gaaketet. Me martla udides patics gcemt.
ReplyDeleteГрузинские реформы vs гайдаровские. Доклад на лебедевских чтениях.
ReplyDeletehttp://www.myvideo.ge/?video_id=939737
Я вас очень сильно уважаю батоно Каха!Дай бог таких людей как вы,побольше нашей стране! Спасибо огромное за всё...
ReplyDeletemgoni, kveknistvis sascrafod unda gaxdes prioritetuli ganatleba. am sferoshi, chemi azrit, dzalian katastrofuli surati gvakvs. cvlilebebi tardeba, magram zedapirulad da arascorad.
ReplyDeleteბატონო კახა! ბატონო კახა! ბატონო კახა! მეც მომწონს! უ რა კაია! უ რა კაია! ბატონო კახა! ა! ა! ა!
ReplyDeleteისე წარმომიდგენია რა მაგარი იდეების ცვენა და ამბები იქნებოდა.ვფიქრობ ყველაფერი გაკეთდება მაინც-მხოლოდ მედია დარჩება;არა უფრო სწორედ სადღაც სხვაგან ჩარჩება გადავრჩებით
ReplyDeletebiznesmenebs ukanonod, tkavs adrobdnen da im pulit grialebden, xolo rac zedmeti morchebodat imit romelime saxlis pasads shetitxniden, amit iko dakavebuli tina xelisupleba
ReplyDelete....da kide adamianebze daladobit,sagadasaxado terorit,da mogvabezres tavi televiziit tu gazetebit sul erti da igive saxeebma.kvelgan erti da igive xalxi iko. macivars ro vagebdi meshinoda ikac egeni ar damxvedrodnen
ReplyDelete