Wednesday 19 May 2010

და ამიტომ

2004 წლის მაისი, მოსკოვი. მირეკავს ერთი ჩემი ნაცნობი და მეუბნება - მოსკოველი ბიზნესმენები საქართველოში მივდივართ და შენც უნდა წამოხვიდეო. დიდხანს ვიუარე, მაგრამ დამითანხმა. ჩამოვედი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჟვანიასთან ოთხსაათიანი საუბრის შემდეგ მან შემომთავაზა გავმხდარიყავი ეკონომიკის მინიტრი, სადღაც 10 წამი ფიქრის მერე დავთანხმდი. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი.
რაზე ვფიქრობდი ის 10 წამი? რუსეთში აქტიურ ბიზნეს-საქმიანობას მორჩენილი ვიყავი, ასე რომ ამაზე არ მიფიქრია. ვფიქრობდი თბილისზე, რომელიც მაშინ უსიამოვნოდ გამოიყურებოდა - მტვრიანი ქალაქი ოღრო-ჩოღრო ქუჩებით, ლურჯკარტონაფარებული ლტოლვილებიანი ივერიის შენობით, ვფიქრობდი მინისტრებზე, რომლებიც ვნახე და რომლებმაც განმაცვიფრეს არასაბჭოთა აზროვნებით, ვფიქრობდი როგორი კარგი და ლამაზი შეიძლება იყოს საქართველო, ვფიქრობდი რა უნდა გააკეთოს ეკონომიკის მინისტრმა. ვფიქრობდი იმაზე, რომ ამაზე მნიშვნელოვან საქმეს მე ვერ გავაკეთებ ვეღარასოდეს, თუ ეხლა არ დავთანხმდი ამ შემოთავაზებას.
მას შემდეგ გავიდა 6 წელი. რაღაცის გაკეთება მოვახერხე, რაღაცის ვერა. რაღაცეები შემეშალა, რაღაცეები სხვებს შეეშალათ. რაც გაკეთდა ქვეყანაში, ზოგი რამ მომწონს, ზოგი რამ არა

მე მომწონს
• სინათლე
• გზები
• პოლიცია
• რომ ავიღე პასპორტი სწრაფად
• რომ ეკონომიკა გაიზარდა 40%
• განათლების რეფორმა
• რომ დავიწყეთ საკონტრაქტო ჯარზე გადასვლა
• ახალი აეროპორტი
მე არ მომწონს
• ბიუროკრატია
• ფულის უაზრო ხარჯვა
• წმინდა გიორგი თავისუფლების მოედანზე
• პოლიეთილენის პარკები ხეებზე
• სკოლებში განათლების დონე
• სულსწრაფობა და მოუთმენლობა
• ზოგიერთი მინისტრი
• შადრევნები
• განათლების რეფორმის ზოგი ნაწილი
• საავადმყოფოები
• ქართული გაზეთები
• ტელევიზიების ახალი ამბები
• სადაზღვევო კომპანიები
• გზისპირა ტუალეტების არარსებობა
• მაღალი უმუშევრობა
• რომ ჯერ კიდევ გვაქვს გაწვევა ჯარში
• ახალი აეროპორტის სახურავი
• რომ აღარ არის დეზერტირების ბაზარი
• ლარიზაცია
• ბიუჯეტის დეფიციტი

მომწონს არმომწონზე ცოტაა. ამის გამო ოპოზიციაში უნდა წავიდე, ექვს მაისს პოლიციას ქვები დავუშინო? ჩვენი მტრები გავახარო? ებრალიძეს დავუძმაკაცდე? ხუბუტიათან ვიქეიფო? გულაშვილს შევუერთდე?

34 comments:

  1. Proud of you Mr. Bendukidze.

    ReplyDelete
  2. ბატონო კახა, ძალიან მომეწონა თქვენი ასეთი მსჯელობა. პოლიტიკით დიდად არ ვარ დაინტერესებული, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ თქვენ გააკეთეთ ის რისი გაკეთებაც შეგეძლოთ.
    ასევე მინდა, გავიზიარო თქვენი შეხედულება ამ ყველაფერზე. ჩემთანაც ასევეა "არ მომწონს" "მომწონს"-ზე გაცილებით მეტია, მაგრამ ნამდვილად ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც უნდა წახვიდე აქციებზე და აჯანყებები მოაწყო. თუმცა აქციებზე სიარული არც თუ ისეთი ცუდი რამეა, აი უკვე რაც შეეხება მთავრობის გადაგდებებს და ასეთ სიტუაციებს, ეს უკვე ნამდვილად არაადეკვატური მსჯელობის შედეგია, ჩემი აზრით.
    დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

    ReplyDelete
  3. da reforma satkeo sektorshi rom ganxortsielda, is tu mogtsont???

    ReplyDelete
  4. სრულიად გეთახმებით ბატონო კახა, მაგრამ ამასობაში იგივე ხელისუფლების მხრიდან აშკარა კომუნიზმშჳ დაბრუნების მცდელობაა....

    გავიხსენოთ მათი საარჩევნო დაპირებები (სხვა პარტიებზე აღარაფერს ვამბობ) ლამის დახველებაზე დასტური სახელმწიფომ უნდა მითხრას... ვიდრე ამ ქვეყანაში საგადასახადო კოდექსის (თუნდაც ცუდის) წაკითხვას არ მიეჩვევა ბიზნესმენი, კარგი თჲ ცუდი, მანამდე ცოტა რთულია რეფორმებზე ვისაუბროთ....

    ვიდრე წითელზე გავლა მაგარი ბიჭობა იქნება არც მანამდე გვეშველება...

    ამიტომ ხელისუფლებამდე საზოგადოება უნდა შეიცვალოს... ხელისუფლება ეს მეასე ხარისხოვანი უნდა გახდეს სოციუმში, აი მაშინ დავიჯერებ ამ ქვეყნის წარმატებას...

    მანამდე კი მუდამ დავრჩებით პოსტ საბჭოთა მაპატიეთ და ფარჩაკ ქვეყანად...

    ReplyDelete
  5. კახა ბატონო.

    გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაშვება, რომ ებრალიძე/ხუბუტია/გულაშვილთან ქეიფი, რფ-ის პრეზიდენტებთან ვიზიტები და პოლიციაზე ქვების დაშენა მხოლოდ რეფორმების და ცვლილებების მოწონება-არმოწონების გამო ხდება.

    წარმოიდგინეთ, რა დონეზე არ უნდა მოგწონდეს ადამიანს ახალი შადრევანი, რომ ლუჟკოვსა და ჟირინოვსკის ჩაასკდე მოსკოვში.

    ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივადაა, სამწუხაროდ...

    ReplyDelete
  6. სასამართლო სისტემაზე არაფერი გითქვამთ,
    სავარაუდოდ ეგეც "არ მომწონს"-სიაში მოხვდება..
    ისე ამ სისტემის მოწესრიგების შემთხვევაში ბევრი პრობლემა მოგვარდება და ბევრი ახალიც წარმოიქმნება, მაგრამ მაგის გარეში ყველაფერი დემოკრატიული ეჭვქვეშ დგება.

    ReplyDelete
  7. მომწონში - მონოპოლისტური ბაზარი აკლია
    არ მომწონში - თავისუფალი კონკურენცია

    ReplyDelete
  8. კარგი პოსტია ნამდვილად.
    ბევრი რამ მომწონს და ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ არ მინდა ახლა დავწვრილმანდე, ერთს ვიტყვი
    ხანდახან მგონია რომ მუდმივი უკმაყოფილება, მუდმივი პროტესტი უკვე ცხოვრების სტილი გახდა ბევრი ადამიანიათვის. თუ ბევრს ვყვირივარ, გინდაც უაზროდ - თავს ვიმკვიდრებ.

    გინდაც ავიღოთ სტუდენტების კატეგორია და ბოლოს განვითარებული მოვლენები. იმის ნაცვლად რომ კააპროტესტონ ის ლიტერატურა რითიც სწავლობენ (გინდაც კონსპექტები რომლებიც საკმაოდ გამოიყენება მასწავლებლების მიერ), ან სასწავლებლების ინფრასტრუქტურა (ინვალიდის სავარძელში თუ ზიხარ ადამიანი ძნელია ჩვენ უნივერსიტეტში ცხვირის შეყოფაც კი) დგანან და აპროტესტებენ სამლოცველო კუთხე რატომ არ გაგვიხსენითო (არაფერი პირადული რელიგიასთან დაკავშირებით).

    მოკლეთ იმის თქმა მინდა რომ მიზეზები არ ილევა, მაგრამ სამწუხაროდ აქცენტებს აკეთებენ ცოტა შტერობა რამეებზე.

    ReplyDelete
  9. politsia gigkhart ? metz magram mkholod rotsa chemi brali ar aris... :)

    ReplyDelete
  10. რაც არ უნდა ცუდი წარმოდგენა მქონდეს თქვენზე, მარტო იმიტომ შემიყვარდით, რომ ბლოგი გაქვთ :))
    ჩემს სტუდენტებს რომ ვეტყვი, მათთვის ეს ბლოგის შექმნის სტიმული იქნება

    თემას რაც შეეხება, ბევრი რამე არ მომწონს, ბლოგზეც ხშირად ვწერ თბილისის პრობლემებზე, მაგრამ ამის გამო "მიშა წადი"-ს ძახილს არ დავიწყებ, იმიტომ, რომ ყველაფერი 2 დღეში არ კეთდება
    თუ ვინმე ფიქრობს, რომ "ვინმე სხვას" შეუძლია ეს, მოიყვანოს ის "ვინმე სხვა", მეტის ღირსი მართლა არ იქნება. და მერე 2 წელიწადში იმასაც ეძახოს, წადიო :)))

    აუ ეს რა არის :/ კომენტარების სისტემა არ ვარგა, name/url აკლია... როგორ დავწერო ახლა, რომ piccolina.ge ვარ
    და ვორდ ვერიფიქეიშენიც მოხსენით რა, დამკომენტარებელისთვის შემაწუხებელია...

    ReplyDelete
  11. ბატონო კახა!

    ძალიან, ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვთ და ხშირად ვკითხულობ ხოლმე.

    მაგრამ კარგი იქნება, თუ ქართული ბლოგების კატალოგში დარეგისტრირდებით: http://blogroll.ge/

    უფრო ადვილად ვიპოვიდი ხოლმე თქვენს ახალ-ახალ პოსტებს :)

    ReplyDelete
  12. მისასალმებელი მიდგომა

    ReplyDelete
  13. ბატონო კახა თქვენი გამინისტრებისას მე სულ რაღაც 13 წლის ვიყავი მაგრამ კარგად მახსოვხართ და იმ დროიდან გცემთ დიდ პატივს როგორ გამორჩეულ ადამიანს........ გაიხარეთ.....

    ReplyDelete
  14. batono kakha daubrundit mtavrobas tu odnavi shesazlebloba gaqvt, tore liberalebis camosvla mtavrobidan tendenciad yalibdeba da male socialistebi igdeben xelt managements... da mere ki namdvilad gvian iqneba!!!

    ReplyDelete
  15. bevri ragaceebi ar mogcont, xom ar ajobebda simates shevxedot tvalebshi da vtqvat rom kadrebi ar aris

    ReplyDelete
  16. ra kadrebs gulisxmobt? saubaria liberali ideologiis mqone adamianebze... da asetebi arian namdvilad, tumca mat misvlas ecinaagmdegebian...

    ReplyDelete
  17. (პატარა გადახრა) საქართველოს ერთ-ერთი უნაკალური თვისება არის გამოხატული ბატონი კახას ბლოგში: დისტანცია ადამიანებს შორის ძალიან პატარაა (სხვა, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით) - ყველა ყველას იცნობს ან იცის. მიჩვენეთ ქვეყანები სადაც მაღალი თანამდებობის პირი (თუნდაც ყოფილი) ასეთი დიალოგს აწარმოებს ჩვეულებრივ ხალხთან.

    კი, ბევრი რამე არ არის მოსაწონი, მაგრამ იმის აღიარებაც არის საჭირო რომ რომი ერთ დღეში არ აშენებულა და ქვეყნის ჩამოყალიბებას სჭირდება ქვეყნის შენების გააზრებული გეგმა, ამ გეგმის მიზნობრივად განხორციელება და მოსახლეობა რომელსაც ესმის ამ გეგმის.

    ბატონო კახა, რას ფიქრობთ როგორ შეიძლება საქართველოს დღევანდელ მოსახლეობას ოპტიმიზმი და მოთმინება ასწავლო თუ სულსწრაფობა ხასიათში ძევს? რა არგუმენტებით უნდა დააჯეროთ ადამიანი რომელსაც დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს და რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს საკუთარ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებისა იმ შეგნებით რომ ეს ქვეყანა მისი და მისი შთამომავლების არის?

    ReplyDelete
  18. ბატონო კახა, რაც არ არის მოსაწონი ბევრი რამე შეუმჩნეველია ადგილობრივი მოსახლებისთვის და ძალიან თვალში ეცემა ჩამოსულებს. ჩემმა მეუღლემ (ამერიკელია) საქართველოში ჩასვლის მერე (2007-ში იყო) თქვა რომ პირველად ვნახე როდესაც მშრომელ ადამიანს ამდენი მაყურებელი ჰყავსო: გზას აგებდენენ ძველ თბილიში და ერთი კაცი ურტყავდა წერაქვს, ექვი გაუპარსავი ჯეელი კი (ასაკით 20-დან 55 წლამდე) მუცლის ფხანით უყურებდა ამას, როგორც სეირს.

    ასე რომ... გზისპირა ტუალეტების არარსებობა და პოლიეთილენის პარკები ხეებზე უფრო სერიოზული პრობლემაა ჩემი აზრით ვიდრე შადრევნები და წერეთლის "შედევრები".

    მე დავიჯერენ რომ მენტალური გადატეხა მოხდა იმის მერე როდესაც წითელზე აღარ გაივლიან არა იმიტომ რომ ჯარიმის შეეშინდებათ, არამედ იმის გამო რომ სათაკილო გახდება ასეთი ქმედება.

    მოვესწრები? რას ფიქრობთ?

    ReplyDelete
  19. მე შადრევნებიც მომწონს-ში მყავს და ამიტომ, ჩემი ბლოგის რუბრიკაში "შადრევანი" 8 პოსტია. მათგან მთავარი სულ ქვემოთაა, ანუ პირველი.
    http://cartveli.blogspot.com/search/label/შადრევანი

    ReplyDelete
  20. ბატონო კახა, თქვენ თურმე არ მოგწონთ ქართული გაზეთები და მე თქვენი აბსოლუტურად მესმის. თავად ვარ ჟურნალისტი, ვმუშაობდი პრესაში, ახლაც ვმუშაობ რედაქტორად ელ.მედიაში და კარგად ვიცნობ ჩვენი მედიის სისუსტეებს. ხშირად მიფიქრია, საიდან უნდა დაიწყს კაცმა, რომ მკითხველს ნორმალური გაზეთი შესტათაზო, მაყურებელს _ კარგი ტელევიზია.. დღეს ეს, ფაქტობრივად შეუძლებელია და აი, რატომ:1)მედიასაშუალებები უკიდურესად პოლიტიზებულია; 2)უსახსრობის გამო მედია იძულებულია სხვის დაკრულზე იცეკვოს; 3) მედიამფლობელებს ხელს არ აძლევთ მიუკერძოებელი იყვნენ; 4)არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი და ამ პრობლემის გადაჭრაზე არც არავინ ზრუნავს. მხოლოდ ეს ფაქტორები საკმარისია, რომ ქართული მედიაპროდუქცია დაიწუნოს კაცმა...

    ReplyDelete
  21. ყოველთვის გამორჩეული იყავით გქონდათ ჩაფიქრებული იდეა და მას მიყვებოდით ბოლომდე, ეს იყო არაპოპულარული ნაბიჯი, ხალხში გამოიწვია არადადებითი მუხტი ხელისუფლების მიმართ, ყველა კიდე თავის სკამებზე ფიქრობს და ალბათ თქვენც მაგიტომ გაგწირეს.

    ჩემი აზრით თქვენ ნამდვილად მამაცი ადამიანი ბრძანდებით, მინდა წარმატებები გისურვოთ

    ReplyDelete
  22. მემგონი აქტუალური ლინკი იქნება კომენტარებში

    http://www.tavisupleba.org/content/blog/2053830.html

    ReplyDelete
  23. ბატონო კახა,

    გულში ჩემი მომწონს–არმომწონს ჩამოვთვალე და კი დაემთხვა თქვენს სიას, მაგრამ უფრო მოიცვა. ასე მოკლე რომ იყოს რეალური სია, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი მე პირადად, ერთ წმინდა გიორგის ერთ ბრჭყვიალა ძეგლს აიტანდა კაცი, მანათობელ ანძასაც და ბიუეჯტის დეფიციტი კიდევ ვის არ ჰქონია, ბოლოს და ბოლოს :D

    ReplyDelete
  24. ბატონო კახა,
    გამიხარდა, ბლოგი რომ გაქვთ – მიუწვდომელი ადამიანების უსასრულო სიაში არ ხართ. შემთხვევით აღმოვაჩინე და ინტერესით შევუდექი კითხვას.
    ძალიან საინტერესო იყო ეს პოსტი. ვფიქრობ, ეს სია – მომწონს/არ მომწონს – კიდევ არაერთ პუნქტს მოიცავს, ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ მთავარი აქ ის დასკვნაა, რომლითაც ამთავრებთ. მართლაც, ამის გამო, პასუხისმგებლობის აღებისა და ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთოს გაკეთების (ვისაც რა შეუძლია) ნაცვლად, არ შეიძლება იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებსაც ზოგიერთები დგამენ.

    ReplyDelete
  25. batono kakha, didi madloba blogistvis. ise davinteresdi, kvelapers gavetsani da molodini arts gamtsruebia. udides pativs gtsemt da tsarmatebebs gisurvebt kvela "prontze" :)

    p.s. bodishi latinuri shriptistvis, windows-is problemaa.

    ReplyDelete
  26. კარგი პოსტია.
    თუმცა შადრევანთმოძულეობა ჩემთვის ცოტა გაუგებარია, (joke) მე მომწონს შადრევნები, რომლებიც ჩვეულებრივ მუშაობს და არა მხოლოდ დღესასწაულებზე.

    ReplyDelete
  27. Batono Kakha, erthel Aeroportshi daginahet, mindoda didi madloba metkva kvelaperistvis rac am kveknistvis gaaketet. Me martla udides patics gcemt.

    ReplyDelete
  28. Грузинские реформы vs гайдаровские. Доклад на лебедевских чтениях.

    http://www.myvideo.ge/?video_id=939737

    ReplyDelete
  29. Я вас очень сильно уважаю батоно Каха!Дай бог таких людей как вы,побольше нашей стране! Спасибо огромное за всё...

    ReplyDelete
  30. mgoni, kveknistvis sascrafod unda gaxdes prioritetuli ganatleba. am sferoshi, chemi azrit, dzalian katastrofuli surati gvakvs. cvlilebebi tardeba, magram zedapirulad da arascorad.

    ReplyDelete
  31. ბატონო კახა! ბატონო კახა! ბატონო კახა! მეც მომწონს! უ რა კაია! უ რა კაია! ბატონო კახა! ა! ა! ა!

    ReplyDelete
  32. ისე წარმომიდგენია რა მაგარი იდეების ცვენა და ამბები იქნებოდა.ვფიქრობ ყველაფერი გაკეთდება მაინც-მხოლოდ მედია დარჩება;არა უფრო სწორედ სადღაც სხვაგან ჩარჩება გადავრჩებით

    ReplyDelete
  33. biznesmenebs ukanonod, tkavs adrobdnen da im pulit grialebden, xolo rac zedmeti morchebodat imit romelime saxlis pasads shetitxniden, amit iko dakavebuli tina xelisupleba

    ReplyDelete
  34. ....da kide adamianebze daladobit,sagadasaxado terorit,da mogvabezres tavi televiziit tu gazetebit sul erti da igive saxeebma.kvelgan erti da igive xalxi iko. macivars ro vagebdi meshinoda ikac egeni ar damxvedrodnen

    ReplyDelete