Monday 7 June 2010

ვსრიალებთ

ამ ტექსტის ხუთშაბათს ღამით ვწერ. მაზეგ არჩევნებია. არჩევნები მშვიდობიანად და გამართულად ჩაივლის, ტაბულა კი შემდეგ დღეს გამოვა.
ეხლა უკვე მსჯელობა მერობის კანდიდატების პლატფორმებზე პოლიტიკურად არააქტუალურია, ამიტომ მინდა ერთი ჩვენებური ავადმყოფობაზე სალაპარაკოდ გამოვიყენო. ამ ავადმყოფობას მე ზედაპირზე სრიალს ვეძახი.
რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა აქტიური გამეორება საარჩევნო დაპირებების, და არავის არ მოსვლია თავში საზოგადოებრივ სივრცეში გაეკეთებინა მარტივი რამ: გ ა ნ ე ხ ი ლ ა, დ ა ე თ ვ ა ლ ა, გ ა ე ა ნ ა ლ ი ზ ე ბ ი ნ ა ის იდეები, რომლებსაც ასე უხვად გვთავაზობდნენ პოლიტიკოსები.
არც ოჯახში თუ ეზოში მოუკლია არავის თავი ამ ანალიზით. თუმცა კამათი ბევრი იყო. მაგრამ „მოდი დავთვალოთ“ ხომ არ იტყვი - სირცხვილია. ანუ ვართ თვლის ძველ სისტემაში - ერთი, ორი, ბევრი. ათი, ხუთი, უფასო.
ანუ მათ ზედაპირულ ლოზუნგებს ჩვენ ვუპასუხეთ სათანადო ზედაპირულობით. ჩვენ ხომ ორივენი - კანდიდატებიც და ამომრჩევლებიც - ბედკრული საქართველოს შვილები ვართ.
ასეთი მოლიპული საქართველო. ვსრიალებთ ყინულის ზედაპირზე.
მაგალითად ავიღოთ გაზი ხუთ თეთრად, დენი ათ თეთრად, წყალი უფასოდ - თუ პირიქით? გაზი უფასოდ, დენი 5 თეთრად, წყალი 10 თეთრად? (ისე კარგია, რომ ასეთი რიცხვებია - ხალხს დათვლა გაუადვილდება, ასე რომ ძალიან მზრუნველი ადამიანის მოფიქრებულია).
რომელ ჩვენგანს წასცდა ხელი კალკულატორისკენ? ვინ დაურეკა ნაცნობ სპეციალისტს - ამიხსენი, ეს სწორი გათვლაა თუ არაო?
ან დავასაქმებ თითოეულ ოჯახიდან ერთ ადამიანს მაინც! ვის გაუჩნდა კითხვა- როგორ? თუ რაღაც საიდუმლო არ არის, გვითხარიც ჩვენც.
ვსრიალებთ!
მაშინ რა არის მნიშვნელოვანი? როგორი მერი (დეპუტატი, პრეზიდენტი, საკრებულოს წევრი) გვინდა? გვაინტერესებს მისი იდეები? რეალისტურ რამეს გვპირდება თუ არა? შეძლებს გააკეთოს?
თუ უფრო მისი ზომა, წონა, ბოხი ან პირიქით, ნაზი ხმა ან სახის გამომეტყველება გვაინტერესებს?
მისი წარმომავლობა, სპორტულობა, ჩაცმულობა, სახის გამომეტყველება?
ენების ცოდნა, დედის გვარი, ვაკელია თუ პლეხანოველი?
ერთხელ ნახევრად სახუმარო ინტერნეტ-გამოკითხვა ჩავატარე - როგორი პრეზიდენტი სჭირდება საქართველოს. ბევრი პროვოკაციული და არასერიოზული კითხვა იყო. რამდენიმე კითხვაზე აზრები მნიშვნელოვნად გაიყო.
შეიძლება თუ არა პრეზიდენტი იყოს ოფლიანი? ამ კითხვამ გახლიჩა გამოკითხულები ორ თითქმის თანაბარ ნაწილად - 54 % თვლიდა, რომ შეიძლება, და 46% რომ არა.
გასაგებია, რომ დემოკრატიას ეხლა ვსწავლობთ, ისტორიული გამოცდილება არ გაგვაჩნია, და, როგორც იყო ნათქვამი, ეს ლობიოს ჭამა არ არის.
მეორეს მხრივ, 20 წელი პატარა ვადა არ არის, სრიალის გარდა კიდევ რამის სასწავლად.
15 წლის წინ რუსეთში ქიმიური საწარმოს აქციების მსხვილი პაკეტი შევიძინეთ. საწარმო უფულოდ იყო. ჩვენ ბევრს ვთვლიდით - სად იკარგება თანხები, სად არის არაეფექტურობა. ქარხნის დირექტორს ჟურნალისტმა ჰკითხა - ახალ აქციონერებზე რას გვეტყვითო. ამანაც - კარგი ბიჭები არიან, ყველა ბუღალტერიაო. ვკითხე - რატომ ბუღალტერები-თქო. მიპასუხა - აბა განა ვინ ხართ, სულ კალკულატორი გიჭირავთ ხელშიო, და ითვლით, ითვლით, ითვლით.
მართალია, მიმტკიცებენ, რომ საქართველოში მამაკაცმა რომ კალკულატორი იხმაროს, სირცხვილია. ანუ იარაღი - კარგია. სიგარეტი - მოსულა, კალკულატორი - სამარცხვინოა. სრიალი მოსულა, ჩაღრმავება არა.
ხალხო! ავიღოთ კალკულატორი, გამოგვადგება, რამეს დავთვლით.
თორემ სულ ყინულზე ვისრიალებთ.
წყალი ხომ უფასოა.

14 comments:

  1. სრიალი - ზედაპირზე სრიალი ანუ ზედაპირულობა ... თუ სწორად გავიგე?!
    დაგეთანხმებით, სწორედაც რომ მასეა.
    ამ ზედაპირულობა-ქართულდარდიმანდულ-ყარაჩოღლურ-ძველბიჭური თუ რაღაც გაუგებარი აზროვნება, ანგარიშს ვერ იტანს - "რად უნდა ძმაო ანგარიში" - ეს ერთი და მეორე: ვერ იტანს თუ საკითხვს სხვა კუთხით შეხედავ - "ნუ ფილოსოფოსობ თუ ძმა ხარ" ...
    „ანგარიშიანობა“ და „ფილოსოფოსობა“ მხოლოდ ადამიანს შეუძლია - აბა ღმერთებმა ან ცხოველებმა რა უნდა ...
    პატივისცემით ...

    ReplyDelete
  2. მაგარი ხართ ბატონო კახა...

    კალკულატორის აღებას (და გამოყენებას) გააზრება სჭირდება და თავს ძალის დატანება. რაც არცთუ მაინცდამაინს ქართული თვისება არის.

    დაანგარიშება ადამიანს ჩვევაში გაუჯდება მაშინ როდესაც დამოუკიდებლად ცხოვრებას და აზროვნებას ისწავლის. რამდენად მისაღწევია ეს საქართველოს პირობებში როდესაც 40 წლის ჯეელები მშობლებთან და მათ კმაყოფაზე ცხოვრობენ?

    ReplyDelete
  3. ამ პოსტს უნდა ერქვას "შემოლაწუნება საზოგადოებას"
    მაგრამ ეს შემოლაწუნება 100დან 2 ან გამოაფხიზლებს, ან მაგდენსაც ვერა :)))

    ReplyDelete
  4. ბატონო კახა.
    პირველ რიგში დიდი მადლობა ფორუმს რომ ეს ბლოგი აღმოვაჩინე. მეორე რიგში დიდი მადლობა თქვენ რომ ასე საინტერესოდ წერთ ჩემთვის საინტერესო თემებზე. ყოველ დღე შემოვდივარ იმ იმედით რომ ახალი პოსტი დამხვდება.
    რაც შეეხება ამ თემას:
    მინდა ვთქვა რომ. ადამიანებს ფიქრი ეზარებათ. არ ვიცი ეს მარტო ქართველების პრობლემა არის თუ საერთოდ ადამიანების. გვიყვარს ყველაფერი ლამაზად შეფუთული, კარგად გარეკლამებული და სახლში მორთმეული... მოვლენებზე დაფიქრება კი ყველას არ შეუძლია, გაანგარიშება ხომ საერთოდ ფუფუნებაა. ზოგადად ხალხი სულელია. არავინ თქვას ჭკვიანიაო. ერთად შეკრებილი რამდენიმე ადამიანი უკვე საგიჟეთია. მთელი ქვეყანა ხომ საერთოდ :)
    ახალი წლიდან ოჯახის ბუჯეტის დაგეგმვა დავიწყე. უფრო სწორად ჯერ ყველა შემოსავალ გასავლის აღრიცხვა. უსარგებლო ხარჯების გამოსარიცხად. აღმოჩნდა რომ ეს "უსარგებლო" ხარჯები ჩემი შემოსავლის 50%–ს შეადგენდა. წინა თვიდან გამომდინარე მომავალი თვის ბიუჯეტი დავგეგმე და მოხდა საოცრება, პირველად ცხოვრებაში დანაზოგი გავაკეთე. ვისაც ვუთხარი ჩემი "მიღწევა" ყველამ მითხრა "ჟმოტი" ხარო. თუმცა მე ამას სხვა რამეს დავარქმევდი. ასე რომ ხანდახან კალკულატორი კარგია.

    p.s მე ექსელი უფრო მომწონს :))

    ReplyDelete
  5. ბატონო კახა,

    ერთერთ წინა ბლოგში თვენ საფუძვლიანად დაასაბუთეთ (მათემატიკაზე დაყრდნობით) როგორი უნდა იყოს ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა, რომ 2040 წლისთვის ნორმალური ქვეყანა ვიყოთ.

    იქნებ დაგეწერათ თქვენი აზრით რისი გაკეთება არის აუცილებელი უახლოეს ხანაში - შემდეგი 3-5-10 წლის განმალობაში რომ ამ ზრდას (და შემდგომ შენარჩუნებას) საფუძველი ჩაეყაროს და განმტკიცდეს?

    წინასწარ დიდი მადლობა.

    ReplyDelete
  6. da marto opoziciis lozungebs chirdeba tvla?... rato gaaketa paraskevs erovnulma bankma lartan mimartebashi es xelovnuri skachoki, vin moitbo xeli, ramdeni daixarja nacmom realurad cinasaarchevnod tavis zonderqalebze, rodemde eqneba kontrolis palatis daskvnebs grifit ,,saidumlo,,, da sertod realurad rodis iqneba xalxi xelisuflebis xushturebze realuri makontrolebeli....ai eseni davtvalot jer

    ReplyDelete
  7. სად ვიყავი აქამდე, ეს რა კარგი ბლოგი ყოფილა.

    ეს პოსტი კარგი შინაარსობრივად, სტილს რაც შეეხება, ბატონ კახას ტექსებზე მსუბუქი სარკაზმი უფრო მიდის, ვიდრე ეს შეფარული პათეტიკა.

    ბლოგის საუკეთესი პოსტი ტაივანზეა!

    ReplyDelete
  8. >> ხალხო! ავიღოთ კალკულატორი, გამოგვადგება, რამეს დავთვლით.

    საინტერესო სტატისტიკა CIA World Factbook-დან:

    https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/gg.html

    GDP - composition by sector:
    in alpha order.
    agriculture: 12.1%
    industry: 25.9%
    services: 62% (2009 est.)

    Labor force - by occupation:
    in alpha order.
    agriculture: 55.6%
    industry: 8.9%
    services: 35.5% (2006 est.)

    გამოდის რომ სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული ორჯერ მეტი ხალხი ვიდრე სამომსახურებო სექტორში მაგარამ GDP-ს წვლილში მათი ნაწილი არის ხუთჯერ ნაკლები.

    ანუ სხვა სიტყვებით - დღევანდელ საქართველოში სამომსახურებო სფეროში დასაქმებული ერთი ადამიანი 10-ჯერ უფრო ეფექტურია (GDP-ში შეტანილი წვლილის მიხედვით) ვიდრე სოფლის მეურნებოაში დასაქმებული ადამიანი.

    ReplyDelete
  9. Cota nervebi meshleba, ise var moxibluli tkveni blogit da saertod, tkveni iumorit :-)tres bien!

    ReplyDelete
  10. ეჰ , რომელ კალკულატორზე და დათვლაზეა ლაპარაკი, იმის თქმაც კი არ მოსვლია აზრად არავის, მთელი ეს ლოზუნგები და დაპირებები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის და ა პრიორი ტყუილიაო.

    ეგ 10, 5 და 0 თეთრიც თუ სუბსიდირების ხარჯზე გახდებოდა, თორე აბა ვინ კითხავს მერიას, ტარიფები შეაცვლევინოს მთელი საქართველოს მაშტაბით, ერთადერთი თვითონ თუ ერთი ჯიბიდან ამოგვიღებს და მეორე ჯიბეში ჩაგვიდებს ჩვენივე ფულს არშემდგარი მერი ჭანტურია :/

    ReplyDelete
  11. მე მიხარია, რომ მათ რიცხვს (ბარემ გვიყვარს) მივეკუთვნები, ვინც უღრმავდება და გადაწყვეტილებებიც გაცნობიერებული გვაქვს.

    ამას მოყვება გაგრძელება: რა ვუყოთ იმ წინააღმდეგობას, როდესაც არ უნდათ აზროვნება?

    ReplyDelete
  12. ბრავო! :)
    კარცერ ლუქსები გვჭირდება არითმეტიკის სასწავლად,ბევრი კარცერ ლუქსები :)

    ReplyDelete
  13. kvelaze magari ram rac ki camikitxavs
    bravooo
    chagetvalat

    ReplyDelete
  14. tanelorn
    გამოდის რომ სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული ორჯერ მეტი ხალხი ვიდრე სამომსახურებო სექტორში მაგარამ GDP-ს წვლილში მათი ნაწილი არის ხუთჯერ ნაკლები.

    ანუ სხვა სიტყვებით - დღევანდელ საქართველოში სამომსახურებო სფეროში დასაქმებული ერთი ადამიანი 10-ჯერ უფრო ეფექტურია (GDP-ში შეტანილი წვლილის მიხედვით) ვიდრე სოფლის მეურნებოაში დასაქმებული ადამიანი.

    გეთანხმები ყველაფერში, სოფლის მეურნეობაში უსერიოზულესი რეფორმებია გასაკეთებელი, ძალიან მტკივნეული, მაგრამ საჭირო რეფორმები. არ შეიძლება რეფორმა დავარქვათ ტრაქტორების ყიდვას, არ შეიძლება 2 ჰექტარამ მიქამ არჩინოს ერტი ოჯახი, მით უმეტეს როცა ამ 2 ჰექტარზე გლეხს მოყავს, კარტოფილი, ხახვი, კიტრი და სტაფილო ერთად, ისიც საკუთარი მოხმარებისთვის.
    აღარ მახსოვს, სადღაც წავიკითხე თვითნაბადი მილიონერების ( პირველი მილიონი ვინც თვითონ იშოვა) 60 % აშშ-ში ფერმერებზე მოდისო. ჩვენთან უბრალოდ არ ითვლიან რა ჯობია მოიყვანონ და რამდენ ჰექტარზე რომ მოგება დარჩეს. ასეთი გათვლების გარეშე ვერ გავქაჩავთ.

    ReplyDelete