Friday 11 June 2010

ერთი ბიჭის ისტორია

მინდა ერთ ბიჭზე მოგიყვეთ.
ქუთაისელი იყო. თბილისი ბავშვობიდან არ უყვარდა. ცხენები უყვარდა. ოცნებებში ხედავდა, ცხენზე ამხედრებული თავის რაზმელებთან ერთად თბილისელებს მუსრს როგორ ავლებს. ჯანიანი ბიჭი იყო, მოჩხუბარი, დიდი დანა ჰქონდა და კარგადაც ატრიალებდა. თუმცა წესრიგი უყვარდა.
16 წლის იყო, როცა მამამ საგვარეულო ბიზნესი გადასცა სამართავად. მართვის ნიჭი აღმოაჩნდა, საქმე კარგად გამოსდიოდა.
ბევრ რამეზე ფიქრობდა, ბევრი იდეა აწუხებდა.
მამა უთხრა, ჩვენ ებრაული წარმოშობისანი ვართო, და სახელიც ებრაული დაარქვა, თუმცა მართმადიდებლურ სარწმუნოებაში მონათლა. დიდი ბებია სომეხი, ბებია კი ოსი ჰყავდა. ცოლი ჯერ სომეხი ყავდა (მერე სახლიდან გააგდო და მონაზვნად აღაკვეცინა), და და მერე გადამთიელი (სადღაც დონსა და ვოლგას შორის დაბადებული). უნდოდა საქართველოში რომ თავისი ურჯულო ძმაკაცები ჩამოეყვანა - დარწმუნებული იყო, რომ ეგენი არ უღალატებდნენ - ქუთაისელების იმედი არ ჰქონდა, თბილისელების - მით უფრო. თან ერთი-ორი კაცი კი არა, ბევრი უნდოდა ჩამოესახლებინა.
მორწმუნე კი იყო, მაგრამ ეკლესიასთან ვერ დაალაგა საქმეები. ეკლესია მის კონკურენტებს უჭერდა მხარს. მას კი არ მოსწონდა, ნებისმიერ ავაზაკს და ძველ ბიჭს რომ შეეძლო ჯერ ემამაძაღლა, ექურდა, და მერე ფული ეკლესიისთვის შეეწირა და კარგი ტიპი გამხდარიყო, შეიძლება ეპისკოპოსიც კი. ქრთამები არ ევასებოდა ეკლესიაში, უცბათ რომ სამღვდელო კარიერას აკეთებდნენ ბლატით და ა.შ. ამეებზე ძაან იბოღმებოდა. ნატრობდა - ეკლესიაში განხეთქილება მოხდეს, და ჩემიანი ვინმე დაწინაურდესო. თავის ბიზნესს უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე ეკლესიას.
გადასახადებზეც უცნაური მოსაზრებები ჰქონდა - ვითომ უნდა სდომებოდა ქართველებისთვის შეღავათები, ის კი პირიქით ფიქრობდა - ქართველები სად წავლენ, მაინც აქ იქნებიან, უცხოელებს კი ნაკლები გადასახადები უნდა ქონდეთო გადასახდელიო.
ბევრს არ მოსწონდა, ბევრი ებრძოდა, დაუნდობელი იყო, საქმეში ხელს თუ შეუშლიდი, გაგანადგურებდა.
რას იტყვით მასზე თქვენ?
რა უნდა თქვას თბილისელმა, ქართული ჯიშისა და ჯილაგის მაქებარმა კაცმა, შევარდნაძის დროს ხაზინიდან მოპარულ ფულით კაცურად რომ ქეიფობს და საქართველოს სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით სვამს, ეხლა კი სოროსისტებმა და ლიბერასტებმა სამშობლო გაუყიდეს, სამსახური დაუკარგეს და ქართველობას ართმევენ?
რას იტყვის არაერთი ჟინიანი პოლიტიკოსი, უცხო წარმოშობა ხინჯად რომ მიაჩნია?
რას იტყვის ქართველი დედა, შვილს რომ ეუბნება - სომეხი, რუსი, მაჰმადიანი ცოლად არ მოიყვანოო?
რას იტყვიან მართმადიდებელმშობელთკავშირელასახალხომართმადიდებლები?
რას იტყვის ზოგი ქართველი წარმოება რომ გადაარჩენს საქართველოს თორემ მთავრობა მას კი არ ეხმარება უცხოელებს ეძებს?
• ბიჭი 1089 წელს გამეფებდა.
• 1103 წელს მოიწვია რუის-ურბნისის კრება, გადააყენებინა უღირსი სამღვდელო პირები, მწიგნობართუხუცესის და ჭყონდიდელის თანამდებობების გაერთიანებით დაუქვემდებარა ეკლესია სახელმწიფოს (რაც ოთხი საუკუნის მერე გააკეთა ჰენრი მერვემ ბრიტანეთში და ხუთი საუკუნის შემდეგ პეტრე პირველმა რუსეთში).
• 1118 წელს საქართველოში ჩამოასახლა რამდენიმე ათეული ათასი ყივჩაღთა ოჯახი, რაც ქართული მოსახლეობის (სავარაუდოდ 100 ათასი ოჯახი) მნიშვნელოვანი წილი იყო.
• 1122 წელს, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, ალყა შემოარტყა და სისხლისმღვრელი ბრძოლით დაიპყრო თბილისი, სამი დღე ალაფა აკრეფინა თავისი რაზმებს და შემდეგ, ქალაქში მოსახლეობის და გამოცდილების შესანარჩუნებლად, დაუწესა გადასახადი ასე: მუსლიმებს სამი დინარი, ებრაელებს ოთხი და ქართველებს ხუთი
1125 წელს, მრავალი სხვა საქმის გაკეთების შემდეგ, 53 წლის ასაკში, აღსრულდა წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე ბაგრატიონი, მეფე ყოვლისა საქართველოჲსა აღმაშენებელად წოდებული, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, ბიბლიური დავითის მოდგმა, ოსი ბორენას შვილიშვილი და სომეხ მარიამ არწრუნის შვილთაშვილი, რუსუდან სომეხთა მეფის-ასულის და გურანდუხტ ყივჩაღთმთავარ ათრაქას-ასულის მეუღლე.
მან დაწერა საკუთარ თავზე:
ხოლო მე ვნებათა ბილწთა მონად მივჰყიდე თავი

56 comments:

  1. ბრავო.
    არ ველოდი თქვენგან.

    ReplyDelete
  2. უძლიერესია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
    თუ გავაანალიზებთ იმ დროს როდესაც ძლიერნი ვიყავით, და იმ ხელმძღვანელებს, რომლებმაც სიძლიერემდე მიგვიყვანეს ეგება დავინახოთ ის, რისკენაც უნდა მივდიოდეთ

    ReplyDelete
  3. magaria, swori kutxea, tumca axla sxva droa.. ufro bnelebi vart

    ReplyDelete
  4. anu mis kurss vagrzelebt, an gvinda gavagrzelot da es "eri" kide ver igebs (?):)

    stili momewona

    ReplyDelete
  5. ბრავო, ძალიან მაგარია !

    ReplyDelete
  6. საქართველოს ისტორიის ტარანტინოსეული ფორმით გადმოცემის შესანიშნავი ნიმუში ....

    ძალიან მომეწონა.... ძალიან!

    ReplyDelete
  7. ძალიან კარგი წერილია. ორმაგ სტანდარტებთან ბრძოლის დისკუსიაში შეგიძლია პირდაპირ ამობეჭდო, მაგიდაზე დადო და ჩუმად განაგრძო ჯდომა გამარჯვებულმა :)

    P.S. ბატონო კახა, ეგებ კომენტარებში Name/URL ვარიანტიც ჩართოთ - აქ არსებული არჩევანის შესაბამისი ID ბევრს არა აქვს :)

    ReplyDelete
  8. ar megona, rom odesme kakha benduqidzis blogs favoritebshi davimatebdi :-):-)
    momcons tkveni ceris manera. yochag, batono kaha :-)

    ReplyDelete
  9. !!! გადასარევია

    ReplyDelete
  10. დიდი მადლობა !უნდა გამიხარდეს თუ უნდა მეწყინოს ვერ გავიგე !

    ReplyDelete
  11. თავიდან რატომღაც ვფიქრობდი რო სტაილინზე იყო მეტაფორა, ანუ ქუთაისი გორის ნაცვლად იყო აღებული და ა.შ. მერე მომენტში ვფიქრობდი რო შევარდნაძეზე, მანამდე რაღაც მომენტში ჰიტლერიც კი ვიფიქრე და მეთქი ეს ყველაფერი, ადგილები, ებრაელობა და მოვლენები მთლიანად "გადმოქართულებული" მეტაფორაა თქო.

    მორალი დაახლოებით იმაშია ცოტა ხნის წინ fb-ზე რა დემოტივატორიც დავდე: "chtobi upravliat orkestrom? - pridetsia vstat spinoi k narodu"

    ჯამში ცხოვრება ხო სპორტი არ არის. მთავარია მოგება, ვინც იგებს - ისაა მართალი და ისაა მაგარი და ის უყვარს ხალხს და არა ის ვინც "ზა ტო მონაწილეობას ხო იღებდა"...

    ReplyDelete
  12. azri?! qartvelebi ver vitant da verasodes ver avitant saqmis gamketebels. axla rom mistirian did gmirebs, zustad is xalxia, dges asetive gmirebs tavisi xelit tyavs rom azroben :-(

    chemi tkivili vtqvi, posti isetia, rom dagburzglavs adamians, dagafiqrebs, rani vart, sait mivdivart ....

    didi madloba batono Kakha

    ReplyDelete
  13. qebai da didebai kakhais cerilisai!
    didi madloba!

    ReplyDelete
  14. ანუ ბაგრატიონებს ებრაული წარმომავლობა აქვთ? (მომიტევეთ ჩემი უვიცობა საკითხის მიმართ.)

    ReplyDelete
  15. @ ლაშარელა, ბაგრატიონებს სჯეროდათ, რომ ბიბლიური დავით მეფის შთამომავლები იყვნენ, რაც დამტკიცებული არ არის.

    საინტერესო პოსტია და ისე ბუნებრივად დაწერილი, დავით აღმაშენებელს რომ ცოცხლად წარმოიდგენ.

    ReplyDelete
  16. აპლოდისმენტები!

    ReplyDelete
  17. :-) ღიმილი მომგვარა და წაკითხვით სიამოვნებას როცა იგრძნობ, ე.ი. მომწონს ! ჩემი აპლოდისმენტები !

    ReplyDelete
  18. ბატონო კახა, სად დავითის რეფორმა და სად გენრიხ მერვესი და პეტრე პირველის.. დავითი სწორედაც რომ არ აყენებდა "თავის ბიზნესს ეკლესიაზე მაღლა", გაწმინდა ეკლესია ერესისგან და უამრავი სიბინძურისგან.. რუის-ურბნისის კრებით, ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნა ამ გზააბნეულ ხალხს.. პეტრე პირველის მთელი მოღვაწეობა კი სრულიად ანტიმართლმადიდებლური იყო - საპატრიარქო მმართველობა გააუქმა და სინოდი დააარსა, კალენდარი შეცვალა და კიდევ ვინ მოთვლის რა.. არაფერს ვამბობ გენრიხზე, რომელმაც პირადი ინტერესების გამო გაწყვიტა რომის ეკლესიასთან ურთიერთობა და თავი დედამიწაზე ღმერთის მოციქულად გამოაცხადა..

    საერთოდ ძალიან მრავალაზროვანი პოსტია.. ყველა ნახავს თავის გასახარს - ისიც ვინც დავითს ვერ იტანს და ისიც ვისაც უყვარს.. თუმცა დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, რომ ნეგატივი უფრო მეტია..

    და ისე, მართლმადიდებელი სომეხი, ოსი და "გადამთიელი" მირჩევნია გადაგვარებულ "სვეტ" ქართველს, გეების პარადზე რომ ოცნებობს.. იქნებ დავითიც ასე ფიქრობდა..

    ReplyDelete
  19. მე ნეგატივი ვერსად ვერ დავინახე ამ პოსტში. ჩემი აზრით კლასიკური ნიმუშია იმისი, თუ როგორ შეფასებას მიცემდა დავითის საქმიანობას ზოგიერთი ჩვენი თანამედროვე იმ დროში რომ ეცხოვრა. რა თქმა უნდა მაშინაც ოპოზიციაში იქნებოდა. ეხლა აღმერთებენ დავითს, თორემ მაშინ რომ ეცხოვრათ რუის-ურბნისის კრებისთვის ანათემას გადასცემდნენ და ხალხის მტრად გამოაცხადებდნენ.

    ReplyDelete
  20. კარგი იყო ნამდვილად.

    ReplyDelete
  21. ერთ–ერთი საუკეთესო წერილია, რაც კი ბლოგზე წამიკითხავს.

    ReplyDelete
  22. ამ წერილის შემდეგ : დავით აღმაშენებელი იუდა-ს იყვირებენ.. თუ წაიკითხავენ

    ReplyDelete
  23. > ჯანიანი ბიჭი იყო, მოჩხუბარი, დიდი დანა ჰქონდა
    > და კარგადაც ატრიალებდა.
    დავეცი.

    ვინც თქვენ მთავრობაში არ გაგჩერათ იმისი.....

    ReplyDelete
  24. ბატონო კახა თქვენი ჩამოშორება ეკონომიკისაგან თქვენი დანაშაულია. მე ვერ ვხედავ საქართველოში დღეისათვის უფრო დროულს და პროგრესულს და რაც მთავარია უკომპრომისოს. სხვათა შორის 90-იან წლებში იყო ერთი ჟურნალისტი გვარად სიმონიშვილი თუ არ ვცდები, რომელიც სტატიებს აქვეყნებდა გასაკეთებელ ეკონომიკურ რეფორმებზე. ძალიან პროგრესული სტატიები იყო. შემდეგ ეგ ჟურნალისტი სადღაც დაიკარგა. ახლა რას აკეთებს არც ვიცი. მეტი მაგალითი არც მახსენდება. თუმცა ღმერთო ნუ მიწყენ და ბატონ თენგიზ სიგუას ჰქონდა ძალიან რეფორმისტული ეკონომიკური ხედვა, მაგრამ....

    ReplyDelete
  25. სასიამოვნოა, როცა სხვა ადამიანებიც არიან ვინსაც დიდი ადამიანები მხოლოდ ღრუბლებში არ წარმოუდგენია კვერთხით ხელში... დაახლოებით ასე ვუყვებოდი ისტორიას ჩემს ლექტორებს და კარგი ნიშანი არასდროს მყოლია, მაგრამ ყველაზე მეტი დამამახსოვრდა ))) მოკლედ მომეწონა...

    ReplyDelete
  26. bravo. erterti sauketeso postia rac blog-sivrceshi wamikitxavs

    ReplyDelete
  27. მეც მოგიყვებით ერთ ამბავს იმ ბიჭის ეპოქაზე.

    იმ დროის თბილისში ერთი ბიზნესმენი ცხოვრობდა. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ პატარა ფაბრიკა ქონდა და ნაწარმს ყიდდა. იმ ამბების დროს ეს ბიზნესმენიც დაზარალდა, მაგრამ გადარჩა. გადარჩა და ფიქრობდა, წასულიყო თუ დარჩენილიყო ამ ქვეყანაში, უფრო წასვლისკენ იხრებოდა.

    გაიგო იმ ბიჭმა და მიაკითხა. მიაკითხა და სთხოვა დარჩენა. სთხოვა და აღუთქვა, რომ

    1. ზუსტად განსაზღვრულ გადასახადს დაუწესებდა
    2. შემოწმებისას კვირეებით არ დალუქავდა საგადასახადო ინსპექცია და საფინანსო პოლიცია მის საწარმოს.
    3. საგადასახადო კოდექსის მუხლების ორმაგ ინტერპრეტაციას არ გააკეთებინებდა მის ჩინოვნიკებს. მითუმეტეს არ დაუშვებდა 47-ე მუხლის ჩაწერას საგადასახადო კოდექსში.

    დაფიქრდა ჩვენი ბიზნესმენი და დარჩა, დარჩა რადგან სარწმუნოდ მოეჩვენა მეფის აღთქმა.

    ReplyDelete
  28. არგი პოსტია ასე გააგრძელეთ

    ReplyDelete
  29. მაგარი დაწერილია! :)

    ReplyDelete
  30. საინტერესო პოსტია, იმაზე მეტად დამაფიქრებელია ვიდრე ერთი შეხევდით.

    ReplyDelete
  31. ძლიერი ხედვა გაქვთ და მშვენივრადაც წერთ, ამ სტატიას ნამდვილად გილოცავთ ბატონო კახა!:)
    რაც შეეხება 'ვსრიალებთ~, ნუ მიწყენთ და ცოტა თვითონაც 'სრიალებს~. ამ თემაზე დაწერილი (ვაღიარებ, რომ ნაკლები სილამაზით) ჩემი ხედვა დაიბეჭდა `Weekend~-ის 4-10 ივნისის ნომერში და მანამდე გამოგზავნილი იყო 'ტაბულაში~.

    ReplyDelete
  32. და ისე, მართლმადიდებელი სომეხი, ოსი და "გადამთიელი" მირჩევნია გადაგვარებულ "სვეტ" ქართველს, გეების პარადზე რომ ოცნებობს.. იქნებ დავითიც ასე ფიქრობდა..

    ჰო, ასე რომ მესამედი მაინც ფიქრობდეს ქართველებში, რაღა უჭირს ამ ამჟამად გამობნელებულ ერს. მიხვდებოდა, რომ მიშა, გრიშა და ივანე კი არ,ა თვითონ რომ არის ყველაფრის შუაში.

    ReplyDelete
  33. კარგია ნამდვილად! საქართველოში მაგრად გვაკლია სახელმწიოებრივი აზროვნება. ანალიტიკური მსჯელობა ხომ საერთოდ..
    ამ ადამიანისგან კი ნამდვილად არ მიკვირს. კომენტარებს რომ გადავხედე კიდევ უფრო გამეხარდა რომ სულ ცოტანიც არ ვართ... :)

    ReplyDelete
  34. ugrmesi madloba aseti saintereso tserilistvis! bevr rameze damapikra, imedia kidev bevria chemnairi..

    ReplyDelete
  35. sainteresoa.....saintereso pirovnebaa. didi siamovnebit movismendi am adamianis msjelobas nebismier temaze.

    ReplyDelete
  36. yoveltvis vicnobdi, rogorc uagresad progresulad moazrovne kacs, magram mxatvruli kutxit misi carmodgena michirda. gaocebuli var :)

    ReplyDelete
  37. momewona da tavidanve mivxvdi, visze iyo laparaki :)

    ReplyDelete
  38. Namdvilad ver mivkhvdi tavidan tu vize iko saubari, magram erti ram tvalnatliv davinaxe: Kovelive amis ukan ertmanetshi eklekturad agreuli gantsda,sibraluri da patriotizmia. Xolo samtsukharo isaa Kakha rom, tsremlis shesashrobad miznebis misagtsevad da khalxis gasabedniereblad sruli dzalauflebaa da uflis nebaa sachiro, romelits shen ara gakvs. Dzalian kargi stilia. Tsarmatebebs gisurveb.

    ReplyDelete
  39. Name/URL - ს ჩამატება ნამდვილად კარგი იქნება.

    ReplyDelete
  40. საინტერესოა. ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ ის 100 ათასი ყივჩაღი, რომელიბიც დავით აღმაშენებელმა ჩამოასახლა და რომელთა თითოეულ ოჯახს (მიღებული მიწის სანაცვლოდ) ერთი მეომეარი მხედარი მაინც უნდა გამოეყვანა ჯარში, დღეს რაჭველებად იწოდებიან.

    ReplyDelete
  41. ვერაფერს ვიტყვი და ვიპლაგიატებ - ბრავო!!!

    ReplyDelete
  42. xo,magram erti ram gaviWydebat,rom mepeebs xshirad sxva qveynis shvielbi mohyavdat colad politikuri miznebis gamo. da es arapers nishnavs. tavs davits am kutxit nu adarebt. tanac is mepe iyo, patroni tavisi qveynisa da sakutar qonebas yoveltvis daicavda. chevulebrivi moqalaqe ki tu mas patriotad ar avghzrdit ar daicavs qveynis interesebs, is mxolod sakutar ketildgheobaze izrunebs

    ReplyDelete
  43. Uh! ise visiamovne, rogorc kargi literaturuli shedevris cakitxvit! ...da amdeni mcare simartle!!!

    ReplyDelete
  44. kaxa benduqidzis trileri :)))))

    ReplyDelete
  45. ისე ამ ბოლოს ბენდუქიძის რამდენიმე სტატია წავიკითხე და 4-5 დღის წინ მეგობრებსაც კი ვუთხარი ეს კაცი კარგა წერს თქო. (ერთი ახალგაზრდა დეკანოზია ლევან მათეშვილი, ყველაზე მეტად მაგის ნაწერები მომწონს, კარგად წერს რა, და ლამის იმას შევადარე...).



    თუმცა ეს სტატია, კარგი დაწერილია, მაგრამ ....



    ჯერ ერთი, უნდა აღინიშნოს ის რომ ბაგრატიონები დავით(წინასწარმეტყველის) მეფსალმუნის ჩამომავლები არიან არავისთვის ახალი არააა (ანუ სამეფო შტოს წარმოადგენენ და მაგიტომაცაა პოზიცია რომ ბაგრატიონი მეფე უნდა ყავდეს ქვეყანას, ანუ ღვთივკურთხეული).



    შემდეგ ძალიან ცუდი შედარებაა „მამამ საგვარეულო ბიზნესი გადასცა სამართავად“ , ბიზნესი და მეფობა არაა ნამდვილად შესადარისი. ალბათ უნდა იცოდეთ, რომ ადამიანს მხოლოდ ერთხელ ადგამენ გვირგვინს, ჯვრისწერისას, მაგრამ არის გამონაკლისი და ეს გამონაკლისი ისაა რომ მას გვირგვინს მეფედ კურთხევისასაც ადგამენ, ასევე მეფედ კურთხევისას ცხებენ უდიდეს სიწმინდეს–მირონს, ასევე ეკითხება უძლიერესი და განსხვავებული ლოცვები და ა.შ. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძლიან ცუდი შედარებაა...



    მე არამგონია დალაგებული ადამიანი, რომელიც ადამიანს იმის გამო არ დააფასებს, რომ მისი , ბებია, ცოლი და ა. შ. ქართველია თუ არაქართველი. მაგალითად ჩემი ერთ–ერთი ყველაზე ახლო მეგობარი, თანამებრძოლი და თანამოაზერე არაქართული წარმოშობისაა და ამაზე არასოდეს მიფიქრია უარყოფითი კონტექსტით... ალბათ უნდა იცოდეთ რომ სამებაში ზანგია სტიქაროსანი, ასევე არაერთი არაქართველი სასულიერო პირია საქართველოში (მათ შორის რასით განსხვავებულები), ანუ ის მინდა ვთქვა, რომ ეხლაც იგივე „პოლიტიკა“ მისაღებია და ტარდება კიდეც საჭიროებისამებრ (ეს მავანმა არ იცის, იმიტომ რომ ყივჩაღების ჩამოსახლება სკოლაში იძულებით ასწავლეს და დაამახსოვრდა, თანამედროვე რეალობის კარგად დანახვა კი „ეზარება“ ან არ უნდა დაინახოს, რომ სინდისი დაიმშვიდოს–ჩემზე ცუდადაც იქცევა სხვებიო...



    ისე მე პირადად იმ ქართველებზე მეტად, რომლებმაც სარწმუნოება დაივიწყეს და სხვადასხვა მიზეზით სეკტომანობენ ან ათეისტობენ და მერე ცდილობენ მამა–პაპათა სარწმუნოებაში და ეკლესიაში, მცირე ცუდი დაინახონ ეგრევე შარაზე გამოაქვთ (მოყვარე ამას აუცილებლად იტყვის, განა დამალავს, ოღონდ იქ სადაც საჭიროა და მხოლოდ გამოსწორების სურვილით...), არაქართველებს ვაფასებ...

    „მას კი არ მოსწონდა, ნებისმიერ ავაზაკს და ძველ ბიჭს რომ შეეძლო ჯერ ემამაძაღლა, ექურდა, და მერე ფული ეკლესიისთვის შეეწირა და კარგი ტიპი გამხდარიყო, შეიძლება ეპისკოპოსიც კი.“ ხალხო, ჩვენ ისევ ავაზაკობას და .... ვაგრძელებთ და იმათ რატომ განვიკითხავთ, ვინც მიხვდა რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება?! მარიამ მაგდალინელი არ გაგიგიათ (თუ არ წაგიკითხავთ) ?! სახარებისთვის არ მოგიკრავთ ყური?! პირველი ავაზაკი შევიდა სამოთხეში (იმიტომ რომ შეინანა), სავლე მტარვალი გახდა თავმოციქული და ის პავლე მოციქულია. მეზვერეც გაგონილი გექნებათ... აღარ გავაგრძელებ. ბოლო–ბოლო უფალი გვეუბნება: მკურნალი ავადმყოფს სჭირდება და არა ჯანმრთელსო და მე ცოდვილების მოსაქცევად მოვედიო. ამ ციტატაში რა პათოსიცაა, ზუსტად ეგრე იქცეოდნენ 20 საუკუნის წინ ფარისევლები– ჩვენ სხვებივით ცოდვილები არ ვართო და იქამდე მივიდა მათი სიბრმავე, რომ ქრისტე ჯვარს აცვეს დაის „ცოდვილები“ წმინდანები გახდნენ.



    ის ადამიანებს უსამართლოდ არ სჯიდა და შეურაცყოფას არ აყენებდა, როცა საკუთარ მოვალეობას ასრულებდნენ (უცებ გამახსენდა, ჟურნალისტებს ნუ ყაყანებოთო, რომ „მოეფერეთ“)



    ვის გადასახადები და ვის არა ეს ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე უნდა გადავწყვიტოთ და ამაშ გეთანხმებით (თვითონ ეს ეკონომიკური მიზანშეწონილობა, შეიძლება იყოს კამათის საგანი).

    ReplyDelete
  46. რუის–ურბნისის კრება ახსენეთ... რა გაგიკვირგათ, თქვენ, სხელის ყველა ორგანო ჯანსაღი გაქვთ?! რასაკვირველია არა.. და თუ საღ გონებაზე ხართ და ამის საშუალებაც გაქვთ, ცდილობთ განკურნოთ ეს სნეული ორგანო და თუ არ იკურნება ამპუტაციასაც მიმართავთ–სხვა ორგანოები რომ არ დააზარალოთ... ესე მოხდა მაშინაც და ეს ეკლესიის ისტორიათი ერთადერთი პრეცედენტი არააა, დღესაც ხდება უღირსი სასულიერო პირების განკვეთა ან მათთვის მღვდელმსახურების დროებით შეჩერება. ასევე ჩვეულებრივ მორწმუნეებსაც ედებათ „სასჯელი“ (ამას ეპიტიმია ეწოდება), ამა თუ იმ ცოდვის გამო, მათივე სასიკეთოთ. თუ თვალყურს მიადევნებთ ამას ადვილად დაინახავთ (თუმცა ესეც არ ასწავლეს მავანს სკოლაში– „იძულებით“), მხოლოდ ერთს შეგახსენებთ, მკალავიშვილი განკვეთილ იქნა ეკლესიიდან, და მაშინაც კი ეკლესიას მიაწერდნენ მის საქციელს. ასევე შუა საუკუნეებში კათოლიკების უმსგავსო საქციელს, მთელს საქრისტიანოზე ავრცელებენ (იმედია უცოდინრობის გამო და განზრახ არა). ასე რომ იგივე პროცესები ეხლაც მიმდინარეობს და ეს სრულებით ჯანსაღი და ბუნებრივია.



    „ხოლო მე ვნებათა ბილწთა მონად მივჰყიდე თავი“ ეს გიკვირთ?! იმიტომ რომ სხვა მსგავსი შემთხვევები არ გასწავლეს სკოლაში („იძულებით“). დავით ფსალმუნთმგალობელიც წერს „მე მატლ ვარ და არა კაც წინაშე თუალთა შენთა უფალო“ და ყველა დიდი წმინდანი ყველაზე დიდ ცოდვილად საკუთარ თავს თვლიდა. იმიტომ რომ ოთახს რომ დაალაგებ მერე ჩნდება მზის სხივებზე უამრავი მტვრის ნაწილაკი. ასევეა სულიერ ცხოვრებაში, ურწმუნონი მხოლოდ „დიდ“ ცოდვებს ამჩნევენ და თუ ასეთი ცოტა აქვთ თავს იმშვიდებენ, მორწმუნები კიძალიან განიცდიან „პატარა ნაწილაკებს“ ისინი უფრო ძნელი განსადევნია...



    ხო, მართლა „მართმადიდებელმშობელთკავშირელასახალხომართმადიდებლები“,აქ ორი ორგანიზაციის სახელია გაერთიანებული და მინდა ცნობსათვის გითხრათ რომ არც ერთი არაა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და არც მისი ინიციატივით შექმნილი, ასე რომ მათ მიერ გაკეთებული არც ცუდი და არც კარგი არ უნდა ჩათვალოთ ეკლესიის პოზიციად და მის გაკეთებულად, ეს უბრალოდ მათი კერძო პოზიციაა ხშირად კარგიო, ხშირად ცუდი (ისევე როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები).



    უი, რამდენი ვწერე J, რეზიუმეს სახით მინდა ვთქვა, რომ კარგად დაწერის მცდელობაა და კარგიცაა პრინციპში, თუმცა ეს იგივე ავტორს რომ დაეწერა ოღონდ სულიერად მეტად „გაჟღენღილი“ სულისკვეთებით ძალიან კარგი გამოვიდოდა.



    შენდობას ვითხოვ უფლისგან თუ რამე მისთვის არასათნო გამომერია ამ ნაწერში...



    ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყველა მართლმადიდებელი ქართველიც და არაქართველიც.

    ReplyDelete
  47. მე, პირადად, პაპუასების "ფილოსოფიური საუბრები" უფრო მხიბლავს.

    ReplyDelete
  48. ამ პოსტს ალტერნატიულად შეიძლებოდა ეწოდოს "ქართველთა ურთიერთ-(გ)აუტანლობის ისტორია". ტეხავს მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს მხოლოდ ისტორია არაა...

    ReplyDelete
  49. კითხვა მიჩნდება და გთხოვთ ან ავტორმა ან სხვამ მიპასუხოს. რაში ჭირდება ზემოთ ხსენებულ ავტორს ეს ,,რაღაც"???????
    1)დავცინოთ თანამედროვე ქართველთა 80%-ს, რომლებიც მართლა დასაცინია განსხვავებული ჭიქებითა და დაგრძელებული ენებით სამშბლოს სიყვარულზე?და ზურგს უკან საქმეშ კისრამდე ჭაობში.
    2)ისტორიის ტრადიცულ ხედვების გალიბერალურ-დემორკრატირება? (ყველასათვის ცნობილია დავით აღმაშენებელი თუნდაც რომანტიულ განცდებში რაცაა
    ქართველებისთვის, გასაგებია პრაგმატიზმის საუკუნეა რომაა..მაგრამ სალპარაკო სხვაზეც შეიძლებოდა.
    3)ბრძოლა დოგმატური მართლმადიდებლობის წინააღმდეგ?ვიცით,რომ დავითი წმინდანად არის შერაცხული.
    4)ეთნიკურობა საქართველოში რომ მართლაც რომ ბევრს ნიშნავს გასაგებია, მაგრამ ამ თემაზე საუბარიც კი ჩემთვის სამარცხვინოა. მესმის რომ ავტორს სწორედ ეს აწუხებს მაგრამ მის დაწერილ ,,რაღაცას" აშკარად ზედმეტად ლაითმოტივად დაჰყვება ,,ეთნიკურობა" სწორედ ამიტომ ისედაც დაკომპლექსებულ და ქსენოფობიით დაავადებულ ჩვენ საზოგადოებას რაც მეტად შეახსენებთ ეთნიკურ ნიშას მით უფრო იმუნიტეტი უჩნდებათ ამის ხაზგასასმელად, ამიტომ ვფიქრობ ავტორს და მის მგავს ინტელექტუალებს ვინც ეთახმებიან ზემოთ შექმნილ ,,რაღცას", ,,ზედმეტი სიყვარულით" მოსდით რომ უფრო ,,აპოპულარებენ" ეთნოზენტრიზმს.
    პრინციპში კითხვაზე მეტად აზრი უფრო დავაფიქისირე მაგრამ მაინტერებს ზემოთ ხსენებულთა დამოკიდებულება ამ ყველაფერზე...

    ReplyDelete
  50. мдаа -жестоко но гуманно.... კაროჩე მაგრარი გალაწუნება იყო.

    ReplyDelete
  51. wow martla dzaan kargad aris shedgenili es statia.

    ReplyDelete
  52. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  53. vaaa, es kaxa benduqidzis blogia da misi dawerilia? :D mapatiet me bnels, kidev da kidev qebata qeba, isedac dzalian miyvars es kaci da kidev ufro amagldit chem tvalshi batono kaxa :)

    ReplyDelete
  54. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  55. oeeeeeeee, eg mefe iko, da tanac me-12 saukuneshi. is ratom ar dacere, xalxze rom zrunavda, ufaso samkurnaloebs xsnida, gachirvebulebs exmareboda da vinme tu tavis garshemomkofebshi xazinidan xels moitfobda, tavs rom caadzrobda. qvekanas da miwebs ucxoelebs rom ar urigebda, cixe-koshkebs ucxoelebze rom ar kidda xazinis shesavsebad. saxelmwifo fuls ragac uazrobebshi ar xarjavda, isev qveknis gadzlierebas axmarda da ara uazro koncertebs ucxoeli momgerlebis monacileobit. saswavlo dacesebulebebs aarsebda, akademiebs, da ara piriqtit, axla rom kvela kvleviti instituti da tvit akademiac gapartaxebulia. xmalchaugebeli ibrdzoda qveknis gaertianebistvis da gadzlierebistvis, brdzolis velidan sheshinebuli ki ar garboda. da im eklesiasac uzarmazar pativs cemda, martlmadidebeli iko sulit xorcamde, da uvargisi mgvdelmtavrebi tavis xoshze ki ar gadaakena, saeklesio kreba moicvia da gverdiT kidev chkondideli episkoposi edga. kidev, colad rom ucxo tomelebi moikvana, politika iko da qvekanas ase schirdeboda, sikvarulit ki ar gadareula. shen ki gmertma shegargos sxva rjulis da jishis rdzlebi da sidzeebi

    ReplyDelete