Thursday, 5 August 2010

თბილისი 2034 (ტაბულა, 2 აგვისტო)

ეძღვნება 1982 წელს
სპეციალური გაფრთხილება პანიკის ასაცილებლად: ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა; ეს არ არის არაფრის იმიტაცია; რაიმე დამთხვევა არაფერს არ ნიშნავს; რაიმე არდამთხვევა არაფერს არ ნიშნავს; საერთოდ ეს ტექსტი არაფერს არ ნიშნავს.
თბილისი 2034.
1.
ზემოთკენ მივდივართ?
პირიქით, ვეშვებით?
ძალიან მღლის ნიუ-იორკ - თბილისის რეისი. ეს ბოინგის მესამე თაობის სუპესონიკი არც ისე კომფორტაბელურია, როგორც რეკლამაში. საცურაო აუზი სასაცილოდ პატარაა, რესტორანში არც „უსახელაური გრან-კრიუ“ ჰქონდათ, არც „თაკვერის ხვანჭკარა“. მეტრდოტელმა უშნოდ გაიცინა და მითხრა - ბატონო, საგაზაფხულო აუქციონზე ყველაფერი თავად ქართველმა სირაჯებმა ისეთ ფასებში და ისე სწრაფად იყიდესო, რომ ჩვენებმა მხოლოდ დაგეგმილის მესამედი წამოიღესო, და სანაცვლოდ იტალიური ბაროლო დი მონტალჩინო შემომაჩეჩა. ეეჰ, როგორ ფუჭდება სერვისი!
ან რატომ მითხარი, თბილისში ჩავფრინდეთო - მას შემდეგ რაც მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმი დავოსიდან გუდაურში გადმოვიდა, იანვრის ბოლოს თბილისში ჩასვლა უაზრობაა - გადაჭედილი სასტუმროები, რესტორნების წინასწარ შეკვეთა, რუსთაველზე ვერ გაივლი, შატლი თბილისი-გუდაური ხომ საერთოდ აბსურდული ფასად იყიდება - რა დრო იყო, მამაჩემმა მოსკოვში წამიყვანა პირველად სკოლის დამთავრების შემდეგ 37 მანეთად! გუდაურამდე ბილეთი კი 700 დოლარი ღირს - თურმე გუდაურის აეროპორტს არ შეუძლია 300 კაციანი თვითმფრინავების მიღება და ამიტომ პატარა 100-იანები დაფრინავენ. თუ არ შეუძლია, რატომ მე ვიყო უნდა ამით შეწუხებული?!!!
არა, არ წავალთ ჯერ გუდაურში. რა მეჩქარება? წელს არც ავსტრალიის პრემიერი ჩამოვიდა, არც არგენტინის პრეზიდენტი, არც ომანის სულთანი. ამ უუფლებო ევროპული ქვეყნების უფროსობასთან საუბარს აზრი არა აქვს - მაგათ არც ფული აქვთ, არც ძალაუფლება. მთავარ ევროკომისარს რთველის დროს ხომ ვესტუმრეთ დედულეთში. ეგეც კაი ტიპია - რამ აყიდინა ვანში ვენახი, როცა შეეძლო კახეთში ეყიდა? „You see, my friend, Vani is the most interesting place from historic point of view, and I like feeling, that I am in the Museum, and I like local vine and wine etc.” ისე გასაგებია, მამა ესტონელი ჰყავდა, და იმერელმა დედამ არ ასწავლა, რომ ვანში ღვინო არ ვარგა - არც ერთხელ სიღნაღის საერთაშორისო კონკურსზე არც-ერთი ღვინო ვანიდან ათეულში არ მომხვდარა. არც ასეულში? კი, მჯერა.
გუდაურში ხვალ დილით ჩავიდეთ, ჩემს პანელს წავიყვან, და ეგრევე დავბრუნდები. მერე რა რომ ანჯელინა ჯოლიმ მთხოვა საღამოზე დასწრება? ეგეც რა, ქორფა კიტრია? ნახევარი სხეული განახლებული აქვს, მერე რა, რომ თხილამურებზე სრიალებს. დიახ, რაც ბიოჩიპები და კუნთშემცვლელები ჩაუდგეს, ძირითად ჩვენი გამოშვებულია. ვიცი რომ იცი, ეს ისე, რომ გესმოდეს, ვისი ხარ.
კი, მართლა ვეშვებით. რა უბედურებაა, აეროპორტი შუა ქალაქშია ფაქტიურად, სად გაგონილა ეგრე. ლილოს ფინანსურ დისტრიქტს, მარტყოფის ჩაინათაუნს და ფონიჭალის საუნივერსიტეტო კამპუსს ეს ხომ ხელს უშლის! უკვე სამი წელია, ჭორაობენ სართიჭალაში ნორმალური აეროდრომის მშენებლობაზე. ეს მართლა ქალაქიდან ცოტა მოშორებული იქნება - კახეთის შარაგზით ცენტრიდან ნახევარი საათი გინდა გლაიდერით. არა, ძალიან ნელა კეთდება ყველაფერი. ან შარაგზა - რა სულელურ სახელებს ამოქექავენ. გვაქვს დამკვიდრებული ჰაივეი - არა, უნდა თქვა შარაგზა!
ძალიან არ მომწონს ეს ახლანდელი კახეთის ჰაივეი - რა უბედურებაა ამდენი ცათამბრჯენი ორივე მხარეს. მახსოვს, 2002-ში ჩამოვფრინდი -ისეთი მყუდრო იყო, ჩაბნელებული, ხეების შრიალს გაიგონებდი. ეხლა? ყველაფერი ბრჭყვიალებს, ტრიალებს, ანათებს! განსაკუთრებით ორი შენობა მზარავს - მაიკროსოფტის ევრაზიული ჰედკვორტერი და დაღესტნის საელჩო. ან რა ზომებია, ან რა ფერებია, ან რაში ჭირდებათ ამხელა შენობა შუაგულ თბილისში. ვაი, ვაი, ესენი მეოცე საუკუნეში ჩარჩნენ.
ისე გაუგებარია, რატომ არის თბილისში ეს საელჩო? 2024 წლის დეცენტრალიზაციის რეფორმის შემდეგ, როცა 2014 წელს ქუთაისში გადასულ პარლამენტს მიჰყვა 2024-ში უზენაესი სასამართლო სოხუმში და 2025-ში პრემიერის ოფისი და შვიდივე სამინისტრო ახალქალაქში, საელჩოს თბილისში რა უნდა?
არა, წესრიგი არ გვიყვარს ქართველებს, და ამიტომაც ვართ ამ დღეში.
რა დღეში?
გოიმების ქვეყანა ვართ.
მერე რა, რომ გავმდიდრდით. ეგრე ჩვენსავით მდიდარი ევროკავშირიცაა!
რაღაც შეზღუდულები ვართ.
მეც? არა, მე არა. მაგრამ ეს ახალი თაობის ბიზნესმენები კი. მაგალითად, არცერთი მათგანი ბიზნესს (დიდ ბიზნესს, თორე ეხლა სახინკლეები და სახაჭაპუროები კი) არ აკეთებს არც ზაირში, არც ბირმაში - ხომ გასაგებია, რომ ეგენი ხვალ დაგვეწევიან. ძალიან ტრადიციულები და ჩაკეტილები ვართ - ოფისი კახეთში, მამული სამეგრელოში, ქარხანა ჩინეთში, ბანკი ამერიკაში, ვენახში ფრანგები, ზამთარი ბათუმსა და ბიჭვინთას შორის, ზაფხული ჯავასა და ამბროლაურს შორის. Примитив! ამიტომ ვართ მესამე ადგილას ეკონომიკური ზრდით. რა დრო იყო, ზედიზედ ხუთი წელი რომ პირველზე ვიყავით, ეეეჰ! შენ მაშინ პროექტშიც არ იყავი. იყავი? ოკ.
არ გინდათ ზაირი და ბირმა - მაშინ სამხრეთ ამერიკაში წადით! მანახე ვინმე ახალგაზრდა, ვინც რამე ბიზნესი დაიწყო გვატემალაში, კოსტა-რიკაში, პარაგვაიში, თუნდაც ურუგვაიში - არავინ. არა, არა, მე Georgian-PanAmerican-ს საერთოდ ქართულ ბიზნესად არც ვთვლი - მოსკოვში დაიბადა, ჰარვარდში ისწავლა, სან-ფრანცისკოში დაიწყო, ეხლა ელეიში ცხოვრობს. მერე გვარი! იყო ჯუანშერ ტყეშელაშვილი და სახელი და გვარი დაიმოკლო - ვერავინ ვერ წარმოთქვავსო - რა მარაზმია! Juan Tkeshvili – shame on you. მამამისი ცოცხალი რომ იყოს, თავს დაიხრჩობდა.
მერე რა, რომ ჩვენებური გვარები უჭირთ - მეორე ცოლი რომ მოვიყვანე, მამამისს ძალიან უჭირდა ჩემი სახელის და გვარის წარმოთქმა - ცხრა იეროგლიფი გამოვიდა, და ვერ ხვდებოდა - ზა ალ ოკო რო ჩედ ლი ში ვი ლი - ამას დღესაც სწორად ვერ იტყვის, მაგრამ მე ზა ლი კი არ გავხდი.
და ესენი ჩემზე ამბობენ, დაბერდაო? შენ ყურით მოგისმენია? ნუ რაცა გაქვს ყურად მიერთებული! მაგათი....ბებერი ლომი ჯობია ახალგაზრდა ტურასო - ნათქვამია. ისე კარგი ნეიროპიუტერი გამოგიგონეს დიღმელმა ბიჭებმა - ამდენი ხანია გებაასები, ჯერ ვერ გამაბრაზე.
მეზარება ეხლა წალენჯიხაში წასვლა ორი საათი მანქანაში - ჰილტონ-ლილოში გავათევ ღამეს. შენც გემოზე დაგტენი.
2.
ცოლმა - რა გინდა, პური თუ კოფეო. პური ავირჩიე, ორივეს არ შემარგებდა.
ამ დროს გაგა შემოვიდა - მამა, მამა, ეს რა არისო, რისენტლი ფაუნდო. ზველი ტსიგნი იკო - ვეფჰისტკაოსანი. ოლდსტაილზე. ჩემმა ბიჩმა არტს იტსის - თ, ღ, წ, ჭ, ხ, ც, ჟ, ყ, ქ - ადრე რომ არსებობდნენ. ამიტომ ვერ ტსაიკითხა. როტსა ვუტჰარი - ვეფჰს ტკავი გააზრო და ჩაიტსვა (დისგასტინგ) ერტმა ტაფ გაიმ-მეტკი, ვეფჰი რა არისო და ტკავი რა არისო, ვაჩვენე ვირტუალში. მე ბაბუას ზოოპარკში დავკავდი გმირტა მოედანზე. მერე ბელგიელი მტსვანეების მოტკოვნიტ მივუერტდიტ ტსკოველტა უფლებების ევროპულ კარტიას, და დავჰურეტ რეალში ზოოპარკი. იქ ვეფჰიტს იკო, ბაკაკიც, გველიტს, ტუტიკუშიტს და ფოტსჰვერიტს. მიკვარდა ზველი ზოოპარკი და ტსოტა გული დამტსკდა. ინ პრინსიპლ, შეგვედზლო არ მოგვეტსერა ჰელი ამ კონვენტსიისატვის, მაგრამ მტავრობამ სტსორი კნა - ეჰლა საკარტველოში ტსჰენზე ან ვირზე ჯდომა არ შეიზლება, და ზროკას ადგილობრივი ანესტეზიიტ ტსველიან, და ყველა ევროპელ მტსვანეს ვუკვარვარტ.


ვჩამტ და ტსოლი მეუბნება - აჰალი მინისტრი გკავტო? ვერაფრიტ ვერ ავუჰსენი, რომ მე ვარ არა ევროპასტან მჩიდრო ინტეგრატსიის სამინისტროს ტანამშრომელი, მე ვარ ევროპულ კანონმდებლობასტან გრმა და კოვლისმომტსველი ჰარმონიზატსიის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუკტსიის კანონმდებლობის ჰარმონიზატსიის დეპარტამენტის პროდუკტსიის გადამუშავების სამმარტველოს მტავარი სპეტსიალისტი. ჩემს ტსოლს კანდაკან სულ არ აინტერესებს დეტალები.
გუშინ დეპარტამენტის უფროსსმა გამომიზაჰა და მიტჰრა - „I appreciate what you are doing for deep and comprehensive harmonization, so I want to promote you as head of new sammartvelo of competition policies legislative approximation of ”-ო. ეგ ტუ გამოვიდა, კარგია, კელფასიტს მეტი, და ბრუსელში ვივლი კოველი ტვე. ეს იმის შედეგია, როცა ჩემი კანონპროეკტი საოჯახო მიზნებისტვის ტკემლის და გოგნაშოს ხარშვის უსაფრტკოების რეგულატსიის შესაჰებ მოეწონა.
ეჰლა კარგად გავერკვევი ამ ტოპიკში, რიპორტები დავსირჩე, რატს კი შიდანეტში ეკიდა.
ზველი რიფორტები ოტსდატჰუტმეტი ტსლის ტსინანდელი იკო - ტსოტა გამიჩირდა ტსაკიტჰვა - ოლდნუსკურიტ იკო დატსერილი. ტვალები მეტკინა.
აღმოვაჩინე - ბევრ სოფელში დგემდე ჰმარობენ ტონეებს - ეს ჰოუმმეიდ ბეიკინგ ოვენია თურმე ლოკალ სტაილ. ცოტა ტონეა, და ერტი ტსისკვილია რამდენიმე სოფელზე. ანუ ტონეების ოლიგოპოლია და ტსისკვილების მონოპოლიაა. მე ეგრევე ვიფიკრე - ავაშენოტ მუნიტსიპალური ტონეები. დავევიდეოვე ტორნიკეს სოფლების განვიტარების და აკვავების სამინისტროში და მოვუკევი. მიტკრა, ბრილიანტ აიდიააო, მაგრამ გაკოტრდებიანო.. მაგას რა ჯობია-მეტკი, დავასუბსიდიროტ-მეტკი. მეტი სუბსიდირება - მეტი სტაბილურობა. ეს ტუ გავიტანე, აკალი სამმარტველო კარგად დაიტსკებს - ლიგალ დრაფტინგიტს ჩემი იკნება, მერე ტენდერები კონსტრატსტიონ-კომიშონინგზე, მუნიტსიპალური ტრეინინგები კაპასიტი ბილდინგისატვის, სუბსიდირება ჩაიდება ეროვნული განვიტარების გეგმაში, ბაჯეტ ეპრუვალი კოველტსლიურად. აუტკამების შეფასების ტსესები. შეიდზლება ოვეროლ ტსალკე სააგენტოც გაჰდეს შესაკმნელი. და მე უფროსი! კუუულ!!! სადმე უნდა ვნაჰო, როგორ გამოიკურება ტონე!
საჰლში მივედი, მამაჩემს მოვუკევი. ნეტა არ მომეკოლა - ტიპიური ლიბერტარიანელი ევროსკეპტიკია. დამიტსკო გინება მე და მტავრობას - სულ დზველასოებიანი სიტკვებიტ. ამდენი ყ, ჭ, ძ და ღ არ გამიგია მას მერე, რატს ჩავიჩერი მატემატიკის გამოტსდაში. მამაჩემი იზაჰდა - რას ერჩიტ საკარტველოს, გაანებეტ ტავი, ვერ ჰედავტ ეკონომიკა არ იზრდება უკვე ოტსი ტსელია და ასე შემდეგ. ეკონომიკა რატომ უნდა გაიზარდოს, რაში გვჭირდება. თქვენი ევროპაც კი გაიზარდა ატ ტსელიტსადში რვა პერსენტიტო! ჩვენ რა, ევროპას ვაჯობოტ? მერე ბრუსელში ვუტკრატ ჰარმონიზატსია არ დამტავრდა და ჩვენ გისტსრებტო? ტკვენი ფული აგარ გვინდა, ისედაც კარგად ვარტო?
კიდევ კარგი, მტავრობაში ასე არავინ ფიკრობს - მას შემდეგ, რატს მეტსნიერულად დასაბუტდა, რომ ეკონომიკური ზრდა არ არის მტავარი - მტავარია ჰარმონიული განვიტარება და სიმშვიდე - ანუ ევროჰარმონიზატსია და სტაბილურობა. ის ბნელი პერიოდი, როტსა ეკონომიკა იზრდებოდა სტსრაფად და უკონტროლოდ, ტსარსულს ჩაბარდა. ბლეკ ტენ იარს - 2004-2014. კველას შეეზლო ეკეტებინა რატს უნდოდა - სრული კაოსი იკო, ინვესტორები პულს აბანდებდნენ, ბიზნესებს ხსნიდნენ, როგორც უნდოდატ, მაგაზიები ვაჩრობდნენ რიტიტს უნდოდატ, ჩარბ კონკურეტსიას არავინ არეგულირებდა. ეკონომიკა იზრდებოდა ტავისიტ, ეროვნული გეგმის გარეშე. რა დროზე ტსაუსტრეს სოციალისტ-ევროოპტიმისტებმა! ეჰლა ალბატ ვიკნებოდიტ სინგაპურივიტ და ჰონკონგივიტ - განვიტარებული ქვეყანა ევროკავშირში მოჰვედრის შანსის გარეშე. ფულსაც არავინ მოგვტსემდა...
მამაჩემისნაირები რეტროგრადები ბევრნი არიან, მაგრამ დგეს ეგენი არ ტსკვეტენ საკარტველოს ბედს. კიდევ ოტსდაატი ტსელი და ჩვენც ევროკავშირში ვიკნებიტ.
გვტსკალობდეს ბრუსელი!

3.
ვსიო ნარმალნო დღეს.
ჯერ ერთი, შვილს სამუშაო გავუჩალიჩე - მომავალ თვეში სტროიკაზე პრარაბის პამოშნიკად წავა და 20 000 ლარს მიიღებს ჩისტიმი და უფასო სპეცოვკას. მაგას ჩემს მაყუთს დავუმატებ, და ველასიპედს გამოვიყვან პოსლეზე. მერე მთავარია რასსროჩკა არ გავაცდინო.
მეორე - გუშინწინდელი ხაჭაპურები იყიდებოდა ძალიან იაფად. სამივე ნაჭერი ვიყიდე, სახლში გავხუხავ კერასინკაზე. ეტყობა საქონლის ჩამოფასების საქალაქო სამსახურს რაღაც შეეშალა და დიდი სკიდკა დაუანგარიშა მაღაზიას. ძაან ვკაიფობ ამეებზე - თვეში ერთი სტო ტისჩ კი შეიძლება დაზოგო, თუ სულ დადიხარ და ცენნიკებს და ნაკლკეიკებს ამოწმებ. გაუმარჯოს ჩამოფასებას!
მესამე - ჩვენი პადიეზდის შეხვედრა იყო აღმასკომის კომუნხოზის უფროსის ზამთან, ხუთი წლის წინ რომ კრიშაზე ჟეშტი აგძვრათ და გაწვიმდათო, გეშველათო. პრეზიდენტმა ვნეპლანოვი ჟეშტი გამოგიყოთ 20 მეტრკვადრატაო. სამ თვეში შემოიტანენ საქართველოში ათ ვაგონ ჟეშტს და მიხვალთ პრომბაზაში და წამოიღებთო, აჰამც თქვენი ნაკლადნოიო. ვენაცვალე მაგას - როგორც დაგვპირდნენ შარშანწინ წინასაარჩევნოდ, ისე გააკეთეს. მალადეც!
მეოთხე - ჩემმა ცოლმა კბილი ამოიღო - ორი თვის წინ ატკივდა, სულ ყმუოდა, ამოღებაზე ჩავეწერეთ, რიგი ოთხი თვის იყო, მაგრამ მთავრობამ კიდევ სამი სტომატოლოგს მისცა რაზრეშენიე, რომ ემუშავათ, და უცბათ რიგი წავიდა. გაუმარჯოს მთავრობას!
მეხუთე - ჯიშის და ჯილაგის ლიგის პრეზიდენტი ვოვა უცმაცუნაშვილი დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად. მაგარი კაცია, ჩემს წინ სწავლობდა პიისიატპიატიში. მაგას დიდი სვიაზები აქვს რუსეთში. ვოვა ჯერ ციმბირში სეტკით და გლუშიტელებით ვაჭრობდა. მერე პადმასკოვიეში რესტორანი გახსნა. იქ ერთი სტუდენტი დაუდიოდა, სახინკლაოდ. ეხლა ის კაცი გამხდარა პუტინის პამოშნიკის სეკრეტარიატის მთავარი კამპიუტერშიკის - ჩემი ყურით მოვისმინე ჯიშჯილაგლიგის სხოდკაზე - დაჭრილი სასისკები უნდა გაეყიდათ, და მივედი.
ბატონმა ვოვამ თვითონ მოყვა. ჩერეზ ეგ კაცი კანალი მაქვს სტაპრაცენტნი პუტინზეო.
ეხლა განაცხადა დასავლეთ საქართველოს სოფლებისთვის ქალაქ ხაშურს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც გასაღების ბაზარს, ამიტომ ჩემს თავზე ავიღებ, რომ ხაშურში დევნილები დაბრუნდნენო და ვაჭრობას ხელი არ შეეშალოსო! ასევე თიანეთშიო. კანეჩნა, უნდათ დევნილებს იქ წასვლა - რუსეთის პასპორტებს აძლევენ, პენსიები აქვთ მაღალი - ჩვენ ფულზე 80 000 ლარი - შეგიძლია ყოველდღე ბუხანკა პური იყიდო, თვეში ერთხელ ტუშონკა გეკუთვნის. მეც წავიდოდი, მაგრამ სპრავკა არ მაქვს, რომ იქაური პრაპისკა მქონდა. ყიდვა შეიძლება მაგ სპრავკის, პასპარტისტკა მყავს ნაცნობი, ოთხი მილიონი და ვსიო. ერთი ჩემი ნაცნობი დაბრუნდა ეგრე ქარელში, ეხლა თვეში ერთხელ სოჩი-ერევანის მატარებლის პრავადნიკს ერთ მეშოკ სუხარებს ატანებს ცოლთან.
კიდო ვოვამ თქვა, არ დაგავიწყდეთ, რუსეთი ერთმორწმუნე ქვეყანაა, ქართველები ისე უყვართ, ვერ წარმოიდგენთო. ჩემი სეხნია, დიდი ვოვა ქართულ ღვინოს სვამსო, და ნაბეღლავს პახმელიაზეო, ამიტომ იძახისო, „без Грузии не протяну и дня“-ო. პატარა ბიჭი ხომ არ არის, პად ძევიანოსტოა. და, თურმე, რვა აგვისტოს ქართულ ეკლესიაში დადის. ვოვა ვივა!
მეექვსე - მთავრობამ თქვა, რომ უცხოური ვალუტის შემოსვლისთვის ბრძოლის გაგრძელების ამბავში, რესტორნებს და სასტუმროებს შეეძლებათ თვითონ დააწესონ ფასებიო. ხუთივე რესტორანს შეეძლება მარგარინზე ერბოკვერცხიც, მაკარონის ხაჭაპურიც და პურის კატლეტიც გაყიდოს თავისუფალ ფასში. კანეჩნა, ფასების ცენტრალურ საკალკულაციო ბიუროს ინფორმირებით. სახელმწიფო სასტუმრო „დიადი საქართველო“ (ადრე რომ მარიოტი იყო) და მუნიციპალური სასტუმრო „ერთმორწმუნე მეზობელი“ (ადრე შერატონი) მიიღებენ უფლებას, რომელიც ადრე ჰქონდა მხოლოდ სასტუმრო“სათნოებას“. ჯერ არ მომეწონა, მაგრამ მერე დიქტორმა თქვა - სამაგიეროდ, მოსახლეობის სოციალური შეჭირვებულობიდან გამომდინარე, მცირდება ფასი რესტორნებში პურზეო. აი ეგრე! ყოჩაღ მთავრობა! მაგარი ჭკვიანები არიან - იქეთ აწიეს, აქეთ დაწიეს! რავნავესიეა!
მეშვიდე - კუბოს შეკვეთაზე რიგმა მომიწია. შარშანწინ ჩემი სიმამრი მოკვდა და ლიმიტი ამოგვეწურა, და რომ მომკვდარიყავით ვინმე, უკუბოდ დაგვმარხავდნენ. ეხლა ერთ ბეზრაზმერნი კუბოს შევუკვეთავ, მომავალ წელს ოსეთიდან ჩამოიტანენ - იქ კი აკეთებენ, მაგრამ რუსული ქარხანაა და მაგარი კუბოები აქვთ - ნამდვილი რუსული ხარისხი. გინდა მე მოვკვდე, გინდა ჩემი ცოლი, გინდა შვილი - ყველას მოგვერგება, მაშ! მამენტ, ორნიც ჩავეტევით.
ეგ კარგია, ოსეთთან ზავს რომ მოვაწერეთ ხელი - თორემ იქამდე ძალიან ჭირდა. იმასთან შედარებით მაგარი აბლეგჩენიაა.
ჩემი მეზობელი მეუბნება, ეგ ოსეთის ზავის გამო კი არ ვართ უკეთესადა, პროსტა მთავრობა რომ ოცი წლის წინ ეროვნული ეკონომიკური განვითარების ხუთწლიან გეგმებზე გადავიდა, ფასების კანტროლი დაიწყო, და გაყიდული ქონება ისევ ხალხს დაუბრუნა, ამან შედეგი მხოლოდ ეხლა გამაიღოო.
რატომ-მეთქი მარტო ეხლა?
მაშინ პროსტა დიდი კომპიუტერები არ გვქონდა და ეხლა გვაჩუქა ჩრდილო კორეის მთავრობამ ოთხი ცალი, ნახმარებია, მაგრამ ყველაფერს ზუსტადა თვლიანო. ისე, ჩვენს ქუჩაზე ერთ შენობას აწერია: „სსიპ „ეროვნული ეკონომიკური განვითარების ხუთწლიანი გეგმის კვარტალური ჭრილის მთავარი პრიორიტეტების ზუსტად განსაზღვრის რესპუბლიკური სამსახურის ცენტრალური გამოთვლითი ცენტრი“. პა კრაინეი მერე, შიგნით რაღაც ამ ბოლო დროს ზუზუნებს.
მაგრამ მე მაინც მგონია, ოსეთთან მირნი დაგავორია პრიჩინა. მაინც დიდი საქმე გააკეთა წმინდა მეფის ერეკლე მეორის (ბაგრატიონის) და წმინდა მოღვაწის სერგო წამებულის (ორჯონიკიძის) სახალხო-კონსერვატიულმა ეროვნული სამართლიანმა ფორუმმა (ჩემი ქვისლია მანდ დაცვაში).
თან ჩვენი ეკლესიის იურისდიქცია აღსდგა ოსეთში, საშვილიშვილო რამ გაკეთდა. მაგას მაგრა უშველა, რო პუტინი რუსეთის პატრიარქი გახდა.
ზნაჩიტ, შვიდი საქმე გამოვიდა უდაჩნი.
ხვალისთვის ჩავითქვი - მთავრობამ გამოაცხადოს, რომ დენი გვექნება სამი საათი ყოველდღე. მაშინ ვარკეთილში მშენებარე სასწაულმოქმედი სერაფიმ საროველის ტაძარს ათივე საშვილიშვილოთ გადანახულ აგურს შევწირავ. ბლია ბუდუ!
ერთი რამე კი მაგრა მეწყინა - გაზმანოვს ხმა დაუკარგავს.
გაზმანოვის ხმაზე წავალ, პატარა ჭიქას წავაქცევ.

15 comments:

  1. ♥♥ vax genialuri iyo momentebshi sicilisagan gavigude da tan mwarea mwaree

    ReplyDelete
  2. avtori maocebs. ara, agmashpotes. ratom ar aris naxsenebi arsad "sufta ninos", eris burjis saxeli? martalia asaki da rame. magram maints. ise, ki, ara ushavs. aris ra. ki, asea.

    ReplyDelete
  3. samcuxaro, magram realuri suratebia...vimedovneb ase ar gagvciravs gangeba da meotxe tavic gveqneba... ara batono kaxa? :):):)

    ReplyDelete
  4. pirveli nacili kai iko( kai tu sasiamovno mosasmeni zustad ar vici) shtabechdileba kai datova, meore da mesame cota ggruzavs. mokled pirveli joba da albad avtoris mizanic eg aris rom gansxvaveba vigrznot dasavlursa da chrdilours shoris. ise cota acharbebs avtori 2034-s rom cers... mtels qvekanaze navtobi tu dashreba da chvens qvevit agmochndeba mashin hoooo... mara mainc kaia. mechtat ne vredno

    ReplyDelete
  5. პოსტაპოკალიპტური (ანუ რეალური) ვერსიაც მიგემატებინათ:

    4. დღეს აგრილდა. სულ რაღაც 54 გრადუსი იყო ჩრდილში. ჩვენ კიდე რა გვიჭირს - სვანეთის ჰაერზე მაინც ვართ და რიკოთის სანაპიროზე რაღა უნდა თქვას მაშინ ხალხმა. გუშინ ამოვიდა მანდედან ჩვენი ნუგზარა, ვირთხის ჭაჭანება არ არის ამ სეზონზე, მარტო წყალმცენარეების დიეტაზე გვიწევს ყოფნაო. ისე ჩქარობდა ჩვენთვის ამბის მოტანას, გზაში ორჯერ გამოუცვლია ექვსფეხა ცხენიგატორი.

    თვითონ ამბავი ნამდვილად სასიხარულო აღმოჩნდა - რუსეთის წყალქვეშა ფედერაციაში შიდა არეულობაა მოსალოდნელი და მალე დაიშლებიანო. ღმერთმა ქნას - იქნებ მერე მაინც იკადრონ და გაიყვანონ ის მყვინთავები ახალგორის აკვატორიიდან.

    ReplyDelete
  6. ლოლ

    მუაგარია :)))))

    ReplyDelete
  7. მესამე არა და მეორეს კიდევ აიტანს კაცი. პირველი ჰო საერთოდ კანფეტ. მპუა:) :ხუთივე თითი ტუჩებში:

    ReplyDelete
  8. კარგია, კარგად წავიდა წასაკითხად, თუმცა მეორე თავის ენას ვერ ვფლობ ჯერ "ფლუენტ" და გამიჭირდა ცოტათი :)

    ReplyDelete
  9. ცოლმა - რა გინდა, პური თუ კოფეო. პური ავირჩიე, ორივეს არ შემარგებდა.

    Николай Васильевич Гоголь - Нос

    მომაგონდა...

    ReplyDelete
  10. სწორი ბრძანდებით - ეს გოგოლია

    ReplyDelete
  11. უსაქმურობას რა უთხარი, თორე არაა ეს ბლოგერობა ჩემი საქმე - მეორედ ვიწყებ ამ კომენტს მერე სადღაც ციფრულ ჯურღმულებში ვკარგავ. ერთსაც ვცდი
    პოსტ-ის და შემდეგ კომენტ-ების წაკითხვამ ერთხელაც დამარწმუნა იმაში, რომ ტექსტობრივ (ვიზუალურ)ინფორმაციას, ისევე, როგორც აუდიო, ტაქტილურ და ა.შ. თითეული ჩვენგანი ემპირიული გამოცდილების კონტექსტში აღიქვამს :))) ჩვენებურად რო ვთქვათ, ყველას ჩვენ-ჩვენი გაგება და სიყვარულის ჩარჩოები გვალაპარაკებს. ჩემი გაგება და სიყვარული ეგეთ რამეს მეუნება: ადამიანს თუკი რამის წარმოდგენა შეუძლია - ყველაფერი გაკეთებადია. ადამიანი რომ ამბობს მინდა, ნიშნავს, რომ რაღაც სასურველი მდგომარეობის მიღწევა მისთვის სასურველია. ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა, თუ ეს უკანასკნელი სასურველია, მოითხოვს რაღაც ძალისხმევას (რესურსის მიზანმიმართულ, გეგმაზომიერ ხარჯვას)ხო ვარ მართა’ალიი? ჰოდა,ძამია (ეს ჩემი გაგება-და-სიყვარული აგრძელებს)ვინმემ თუ იცის რამფერ? ანუ როგორ? რა გზა-მიმართულებით? მგონი, მაგის გარკვევა ჯერაც არ დამთავრებულა. კი გვაქ შოლტივით დასავლური ვექტორი, მარა ვექტორი რა არი ”სმუტნად” გვახსოვს. ასეთია ჩვენი სუვერენული აღმშენებლობის პრინციპები (სურკოვს თუ დემოკრატია აქვს, ჩვენ რომ აღმშენებლობა ავიღოთ არ მოსულა? :)) აქ ჩემი გაგება-და სიყვარული სვამს არაპათეტიკურ(!!) შეკითხვას: როგორ? რა გზა-მეთოდ-ტექნოლოგიებით? ეზოთერიული ფორმულირებები არ განიხილება! გამოვაცხადოთ ტენდერი: ქართულ-მართლმადიდებლურ-დემოკრატიულ-ჯანდაცულ-მაღალანაზღაურებად feasibility study. ”ნაპრავლენია” მაინც გვექნება.
    პატივისცემით

    ReplyDelete
  12. იმდენჯერ წავიკითხე, და იმდენჯერ წავიკითხავ კიდე...
    თავიდანვე მომეწონა, განსაკუთრებით ეს: ,,სპეციალური გაფრთხილება პანიკის ასაცილებლად: ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა; ეს არ არის არაფრის იმიტაცია; რაიმე დამთხვევა არაფერს არ ნიშნავს; რაიმე არდამთხვევა არაფერს არ ნიშნავს; საერთოდ ეს ტექსტი არაფერს არ ნიშნავს''.

    ,,რაღაც შეზღუდულები ვართ.
    მეც? არა, მე არა.,, :)

    ,,ისე კარგი ნეიროპიუტერი გამოგიგონეს დიღმელმა ბიჭებმა - ამდენი ხანია გებაასები, ჯერ ვერ გამაბრაზე.
    მეზარება ეხლა წალენჯიხაში წასვლა ორი საათი მანქანაში - ჰილტონ-ლილოში გავათევ ღამეს. შენც გემოზე დაგტენი.,, :)

    გვტსკალობდეს ბრუსელი!

    ReplyDelete
  13. დანარჩენებში ნამდვილად ვიცი რომ არ ვართ ჩანს და იმედია 2034 წელს ევროკავშირში არ ვართ, თორემ ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდით :)))

    ReplyDelete
  14. პირველი ვინ იყო ვინც ტერმინი "სინგაპურიზაცია" შემოაგდო და მერე ღეჭა "ინტელექტუალურმა" ელიტამ ჭკვიანი როჟებით. "სოვეტიზაციას" ვულოცავ ქართველებს - ფერი ფერსა.

    ReplyDelete
  15. კარგად იკითხება პირველი ნაწილი მეორე ნაწილი (მე ვყოფ ნაწილებს პოლიტიკური ვექტორის მიხედვით), რომ კარგად იკითხებოდეს გენიალურობასთან გვექნებოდა საქმე იმიტომ რომ მეორე ნაწილი უფრო აქტუალურია. ასევე აღსანიშნავია რომ ორუელის 1984 ის გემოს იგრძნობ როცა კითხულობ მაგრამ სრულიად თამამად ვიტყოდი რომ ამ ავტორში უფრო მეტი პოტენციალი დევს ვიდრე ორუელში. მითუმეტეს რომ ორუელს არც ისე მრავალფეროვანი ბიოგრაფია აქვს, რასაც შეეძლო გრანდიოზულობამდე გაეფართოვებინა მისი წარმოსახვის ჰორიზონტი. მე რამდენადაც ვიცი იყო პოლიციელი ინგლისში მერე ესპანეტის სამოქალაქო ომში მებრძოლი და მერე კორესპონდენტი გაზეთში. მოკლედ ეს რომ გაგრძელდეს და დასრულებული ფორმა მიიღოს მაგალითად ბლოგერის ჩანაწერების სახით (გავკადნიერდები ამ აზრით კონტენტის დიზაინის შესახებ) და ნაწილი ამაზონზე დაიდოს ნაწილი კი აქ გაიყიდოს მემგონი მოიტანს შემოსავალს თუ შეიფუთება ისე როგორც ვთვქი. მითუმეტს რომ როგორც ვიცი 150 000 ქართველი ცხოვრობს ამერიკაში ....

    ReplyDelete